5 ნოემბერს თბილისი Spotlight-ს განახლებული ფორმატით უმასპინძლებს. პროექტის რებრენდინგი 2016 წელს ერეკლე ინაშვილთან ერთად განხორციელდა, რის შედეგადაც შემუშავდა დინამიური ბრენდი, რომელიც კონკრეტულ მიმართულებაზე აქცენტის გაკეთების შესაძლებლობას იძლევა. 5 ნოემბერს დაგეგმილი ღონისძიების მეგობარია თიბისი ბანკის პროექტი “სტარტაპერი” და მთელი დღე მეწარმეებს, სტარტაპებს და სტარტაპერებს მიეძღვნება.
წინა Spotlight-ებისგან განსხვავებით, წელს ღონისძიება დილიდან დაიწყება. დღის პირველ ნახევარში იქნება ლექცია/მასტერკლასები და პანელ დისკუსიები, ეს ყველაფერი ერთმანეთის პარალელურად. შესაბამისად, სტუმრები თავად გადაწყვეტენ, საკუთარი ინტერესის მიხედვით, თუ რას დაესწრონ. დღის მეორე ნახევარში ცენტრალურ დარბაზში 6 გამომსვლელი საკუთარ გამოცდილებასა და ხედვას გაგვიზიარებს.
პროექტის მედია პარტნიორები: National Geographic Magazine საქართველო და Marketer.ge.
ბილეთები გაიყიდება 16 ოქტომბრიდან TKT.ge-ზე.
“ბიზნესდაჯილდოების” მონაწილე კომპანიები ბილეთების შეზღუდული რაოდენობის ყიდვას წინასწარ შეძლებენ.
გამომსვლელთა სია:
- ლევან ბახია – SARKE
- ნიკა ქურდიანი – TBC Bank
- გიორგი ზვიადაძე – Innovation and Technology Agency
- ლაშა გოგუა – Gizgiza
- თეკუნა გაჩეჩილაძე – Khaseria
- გიორგი პოპიაშვილი – Freelance
- მედეა ტაბატაძე – Insource
- ალექსი ჩიქოვანი – LIVE Branding
- კახა მაღრაძე- GEPRA
- თეონა ბაღდავაძე – Key Communications
- გაგა დარსალია – Redberry
- მერაბ გოცირიძე – Advertwise
- ნიკა გაბუნია – Advertwise
- ნატა კვიწინაშვილი – ACT
- თენგო ლომიტაშვილი – TBSC
- ვახო ვახტანგიშვილი – Leavingstone
- გიორგი ავალიანი – BODISHI
- ნიკა კუმბარი – BODISHI
- გოგა ჩინჩალაძე – BODISHI
- ნუკა ბარბარე ჩოხელი – Amelie
- ნათია ბუკია – Project Art Beat
- ქეთა ლომიძე – რედაქცია #3
- ლევან კილაძე – Lemondo
- ირაკლი ჩიქავა- Agro Solutions
- ლევან გიორგაძე – CROSTY
- შოთა ჩინჩალაძე – LIVE Branding
- დავით გოგიჩაიშვილი – TV11













