31
Oct
2018

პრინტერით დამზადებული ქვევრი, ანუ დავით მიზანდარის ინოვაციები…

31 Oct 2018

იუნესკოს არამატერიალური მემკვიდრეობის დაცვის კომიტეტმა, ქვევრის ღვინის დაყენების უძველეს ქართულ მეთოდს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა. რა საერთო შეიძლებ ჰქონდეს ქვევრში ღვინის დაყენებას ინოვაციებთან? მაგალითად ის, რომ, ოცდამეერთე საუკუნეში ღვინო ტრადიციული მეთოდით, შესაძლებელია  3D ტექნოლოგიით დამზადებულ ქვევრში იყოს დაყენებული. ასეთი ქვევრი ინოვატორმა დავით მიზანდარმა დაამზადა მეგობრებთან ერთად.  „ის, რაც ათასწლეულების მანძილზე ერთი მეთოდით კეთდებოდა, სრულიად ახალი ტექნოლოგიით, ხელახლა შევქმენით – ამბობს დავით მიზანდარი. 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, დავით მიზანდარმა სწავლა ამერიკაში განაგრძო.  მისი პირველი ნაბიჯები ინოვაციური ტექნოლოგიების სფეროში, სწორედ ამერიკულ გამოცდილებას უკავშირდება: „ძალიან მაინტერესებდა საინფორმაციო სისტემები, პროგრამირება, კონსტრუირება, მოდელირება“. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ინოვაციების  ახალი ეტაპი დაიწყო…

დღეს დავით მიზანდარი ონლაინ პლატფორმის Biletebi.ge- თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორია, თუმცა, მისივე თქმით, ამ ეტაპზე, მთლიანად ქვევრის პროექტზეა გადართული. სწორედ ამ პროექტზე გეგმავს საუბარს დავით მიზანდარი POPXSpotlight-ზე. „მარკეტერი“  კი მასთან სხვა პროექტებზეც საუბრობს:

M: რა იყო თქვენი პირველი ინოვაციური პროექტი?

ჩემი პირველი სამსახური ამერიკაში იყო,  სამედიცინო კომპანიაში SoundHealth Inc. ამ კომპანიამ ადამიანის ტვინის სიხშირეების მიხედვით შესაძლებელი გახადა ორგანიზმის ბიოქიმიური მდგომარეობის დადგენა და დიაგნოზირება. საქმე ისაა, რომ ჩვენს ხმაში აისახება ყველაფერი, რა პრობლემებიც გვაქვს და როგორ შეიძლება განვითარდეს ჩვენი ჯანმრთელობა უახლოს ერთ თვეში. ასევე, ხმით იშიფრება დნმ. და გენური თანდაყოლილი მიდრეკილებებიც. ამ კომპანიამ შეძლო ადამიანის ბიოქიმიური მდგომარეობის სკანირება მისი ხმის მიხედვით. ჩემი ამოცანა იყო, მათ მიერ 20-25 წლის განმავლობაში დაგროვილი მონაცემებისთვის ავტომატიზებული სისტემა შემექმნა. მანამდე მონაცემებს ხელით ამუშავებდნენ, ამიტომ ერთი ადამიანის დიაგნოზს 2-3 დღე სჭირდებოდა. ავტომატიზაციის შემდეგ, დიაგნოსტიკა ორ საათში მთავრდებოდა. ამან კომპანია მნიშვნელოვნად წასწია წინ და შემდეგ NASA-შიც კი დაინერგა ასტრონავტების დიაგნოსტირება-მკურნალობისთვის.

M: შემდეგ, საქართველოში დაბრუნდით. აქ რომელ ინოვაციურ პროექტებზე დაიწყეთ მუშაობა?

საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, მუშაობაჯეოსელშიდავიწყე. იმდენად დამაინტერესა, რომ იქ რვა წელი გავატარე. ვუძღვებოდი ახალ ტექნოლოგიებს, ინოვაციების და სერვისების დანერგვას როგორებიცაა Geocell Connect, Mobile Broadband, 3.5G. ბლექბერის, და 21 საუკუნის საკლასო ოთახის პროექტების ავტორიც გახლდით.

M: პროექტი  Biletebi.ge თქვენს სახელს უკავშირდება. ეს იდეა როგორ გაჩნდა?

Biletebi.ge- შექმნის იდეა ამერიკაში სწავლის პერიოდში მომივიდა. იქ უკვე იყო დანერგილი ბილეთების ონლაინ რეალიზაციის სისტემა, რაც საქართველოსთვის სასურველი სიახლე იქნებოდა. ეს იდეა 8-9 წლის შემდეგ განვახორციელე საქართველოში.

M: თქვენი აზრით, ინოვაცია რა არის?

ჩემთვის ინოვაცია არის რაღაც, რაც შენს თავში უცებ მოულოდნელად მოდის, ოღონდ, შენგან დამოუკიდებლად. უცბად ინთება ნაპერწკალი იქედან, საიდანაც არ ელი და შემდეგ გაქვს შანსი, რომ ეს ბოლომდე მიიყვანო. თუ რიცხვებით შევაფასებთ, იდეა მხოლოდ 30%-ია, დანარჩენი 70% კი განხორციელებაზე მოდის.

M: ერთი შეხედვით შეუთავსებლად ჟღერს ქვევრი და ინოვაცია…

ბოლო 8000 წელია, ქვევრი ერთი მეთოდით მზადდებოდა. დამზადებას დიდი დრო მიჰქონდა და შედეგად, 10-დან 5 ქვევრი ექსპლოატაციამდე ტყდებოდა. ქვევრის ახლებურად გაკეთების იდეა მოვიდა მაშინ, როდესაც რესტორანში კერძი დაბრეცილი კეცით მომიტანეს. ნუთუ, ამასაც ვეღარ ვაკეთებთ ქართველები?! მთელი ეს ტექნოლოგია საკმაოდ პრიმიტიულ დონეზეა დასული. ქვევრის გაკეთება იწყება ქვევიდან. ჯერ იწყებენ ფუძის შენებას და შემდეგ ეტაპობრივად ამატებენ კედლებს, აშრობენ, ისევ ამატებენმთელი ეს პროცესი, დაახლოებით, ერთ თვეს გრძელდება. ჩვენ კი, გადავწყვიტეთ, ქვევრი ერთი ამოსუნთქვით შეგვექმნა. დიზაინიამოვატრიალეთდა მისი შექმნა ყელიდან დავიწყეთ. პირველი ქვევრი 15  ლიტრიანი იყო, შემდეგ ას ლიტრამდე გავზარდეთ მოცულობა და ახლა 3D პრინტერს ვუცვლით დიზაინს, რადგან კერამიკის ბეჭდვისთვის ასეთი ზომის მაღალწნევიანი პრინტერი არასოდეს არავის გამოუყენებია. აქამდე, ძირითადად, პატარა ზომის თიხის ჭურჭელს აკეთებდნენ, ჩვენ კი გვინდა ტონანახევრიანი ქვევრი შევქმნათ.

M: ქართული და საერთაშორისო ბაზრისთვის რამდენად მნიშვნელოვანია ქვევრის ინოვაციური წესით დამზადება?

ვიტყოდი, რომ კრიტიკულია. ქვევრს „ახალი საფუძველი“ უნდა ჩავუყაროთ, რომ ახალი სიცოცხლე დაიწყოს.  ძველი ტექნოლოგიის მცოდნე, რასაც ქვევრისოქროს ხელებით კეთება ერქვა, სულ ორი-სამი ადამიანი შემორჩა. თუმცა, გაივლი შარაგზაზე და მრავლად შეხვდები გასაყიდად გამოტანილ ქვევრებს.  უმეტესი მათგანი გასანთლულია. თუ შეეკითხები, გეტყვიან, რომ ნატურალურად სუფთა თაფლის სანთელს უსვამენ. სამწუხაროდ,  ბევრს ჰგონია, რაკი ნატურალური და  სუფთა სანთელია, მაშინ ყველაფერი რიგზეა. სინამდვილეში, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ქვევრის შიგნით რაიმეს წასმა, რადგან ქვევრი, ღვინოს სწორედ მასში არსებული ფორების საშუალებით აძლევს სიცოცხლეს. ამასსპოტლაითზედეტალურად ავხსნი.

M: კიდევ რაზე ისაუბრებთ სპოტლაითზე?

ეს იქნება სრულყოფილიქეის სთადი“. ფაქტობრივად, ის, რაც ათასწლეულების მანძილზე ერთი სტილით კეთდებოდა, სრულიად ახალი ტექნოლოგიით, ხელახლა შევქმენით.  პროცესს, რომელსაც ჰქვია ქვევრის ხელით შენება, ვანაცვლებთ ტექნოლოგიური პროცესით, სადაც 100%-ით გამორიცხულია შეცდომის დაშვება. ამავდროულად, დამზადება მნიშვნელოვნად დაჩქარებულია. თუკი, აქამდე ქვევრის შენებას, სულ მცირე, ერთი თვე სჭირდებოდა, ჩვენ ამას რვა საათში ვაკეთებთ, თანაც 100%-იანი გარანტიით. აქ მუშაობს ავტომატიზაციის პრინციპიც. თუკი, ერთ ქვევრს გავაკეთებთ სწორად, ყოველი მომდევნო იდენტური იქნება. ანუ, თუკი 10 ქვევრს შეიძენ, იქიდან 5 ან მიწაში ჩადებისას ტყდება ან ღვინოს აპარებს, რაც კიდევ უარესია, რადგან ღვინის დანაკარგის საფრთხე ჩნდება. როგორ შეიძლება გამოიყენოს ეს ქვევრი ნებისმიერმა ადამიანმა. აღსანიშნავია, რომ ჩვენ არამხოლოდ ქვევრის დამზადება შევცვალეთ, არამედ სწრაფი ნაბიჯები გადავდგით მისი გამოყენებისა და ღვინის დაყენების თვალსაზრისითაც. ამ ყველაფერზე, დეტალურად, “სფოთლაითზევისაუბრებ.

 

შეგახსენებთ, POPXSpotlight 18 ნოემბერს, „რადისონში“ გაიამართება. ეს არის პირველი „სპოტლაითი“, რომელიც ეძღვნება ინოვაციებსა და ტექნოლოგიებს.

სრული პროგრამის
სანახავად ეწვიეთ ბმულს.
ბილეთებისთვის ეწვიეთ:
TKT – https://bit.ly/2SLrUQV
Biletebi.ge – https://bit.ly/2PBqcmD

განხილვა