in

Spotlight 2025-ის დღეები ცნობილია!

2025 წლის Spotlight-ის დღეები ცნობილია, არაფერი დაგეგმოთ!

25 მაისი — Spotlight Tech 2025

7-8 ივნისი — ორდღიანი Spotlight 2025

წლის მთავარ ინსპირაციულ ღონისძიებებს სასტუმრო „რადისონ ბლუ თბილისი” უმასპინძლებს, სადაც გელოდებათ შთამაგონებელი გამოსვლები, პანელური დისკუსიები, მასტერკლასები და ნეთვორქინგი — ძველი და ახალი პარტნიორები ერთ სივრცეში.

ბილეთების გაყიდვა იწყება 14 მაისს, 14:00-ზე TKT.ge-სა და biletebi.ge-ზე — არ გამოტოვოთ!

თუ გსურთ ბილეთების შეძენა კორპორატიულად, დაუკავშირდით მარკეტერის კომერციულ სამსახურს ელფოსტაზე: [email protected]. მიაწოდეთ თქვენი შპს-ის რეკვიზიტები, ინფორმაცია ბილეთების სასურველ რაოდენობაზე და დაელოდეთ ინვოისს.

და აი, სპიკერების პირველადი სია (განახლებადია)

„Spotlight tech 2025″ – 25 მაისი:

გამომსვლელები:

კომაროვის სკოლის ისტორია – ვახტანგ ჯაოშვილი, შალვა ციხელაშვილი (Lexus), ნინა ქარჩხაძე – ჯონი კვეზერელი – გური სიჭინავა – გუა ტაბიძე (CommSchool), სანდრო თავხელიძე (Wempler), გიორგი ურუშაძე (TasteIt), ანასტასია კვინიკაძე (Impel), სანდრო დოლიძე (Saba.ge), დათო კვიციანი (Cnick), თორნიკე ცირამუა (Biliki), გაგა დარსალია (Redberry), თეო ზანგურაშვილი (Buildy), ირო ცაგარეიშვილი (axel), ნიკა ჟღერია, კაცების შოუ…

„Spotlight 2025″ – 7 ივნისი:

გამომსვლელები:

ანი ცაბაძე, გიორგი გოგუა – National Geographic, სანდრო ციცქიშვილი, ელენიკო ფოქსი, ლევან გომშიაშვილი, ლიკა კეშელავა, გურიკა ჩოხელი, კოკა ქამუშაძე, ნინო კალანდაძე, Bank of Georgia, დავით გოგიჩაიშვილი, ნიკა მაჩაიძე…

„Spotlight 2025″ – 8 ივნისი:

გამომსვლელები:

სანდრო ჯეჯელავა, გიორგი მოსიძე, ნინა ქარჩხაძე (CommSchool), Soso Around the world, რეზო შელია, ბასკი ასათიანი, მარიშა გოგოლაური, მაია გურაბანიძე, მარიამ კარკალაია, თათია კარიაული, ალექსი ჩიქოვანი, მიშა შათაშვილი, მაკო ბერგმან…

ღონისძიება Spotlight-ის მოგზაურობა 2013 წლიდან დაიწყო, როდესაც Marketer.ge-მ ინდუსტრიის წარმომადგენლები ერთ სივრცეში პირველად გააერთიანა. დღეს „სფოთლაითი“ აერთიანებს ყველას, ვინც ინოვაციურ კვალს ტოვებს – იქნება ეს ბიზნესის, მარკეტინგის, ტექნოლოგიების თუ სტარტაპების სფეროში. ეს ტრანსფორმაცია ასახავს თანამედროვე ბიზნესის მზარდ ურთიერთკავშირს, სადაც მარკეტინგი, ტექნოლოგიები და ინოვაცია განუყოფლადაა ერთმანეთთან დაკავშირებული.

ღონისძიების წარმდგენია საქართველოს ბანკი.
გენერალური პარტნიორი: Visa
ოქროს სპონსორი: Lexus, ავერსი, Orient Logic
ღონისძიების პარტნიორები: Next,  Kärcher, Admixer, Domus Nea, Coinmania, Tbilisi Hills, Flowmaster.

მხარდამჭერები: Lutecia, ლურჯი ოკეანე, It Academy STEP, წყალი ბაკურიანი, Wolt, Render.ge, Signall, Lost & found, Smartacademy.

Adobe-მ ბრენდის ახალი იდენტობა წარადგინა

ნაომი კემპბელი, სინდი კროუფორდი და სხვები ZARA-ს საიუბილეო კამპანიაში გამოჩნდნენ!