in , ,

Spotlight 2013-ის პრომო ვიდეო

სპოტლაითი

უკვე გამოჩნდა პირველი ქართული მარკეტინგული ღონისძიების – SPOTLIGHT-ის პრომო ვიდეო. ვიდეო Focus TV-მ დაამზადა და მასში მხოლოდ ობიექტური მიზეზების გამო სპიკერების ნაწილი მოხვდა. 

“ღონისძიებაზე რეგისტრაცია 7 წუთში დასრულდა, ამას არავინ მოელოდა. 4000-ზე მეტ ადამიანს სურდა ღონისძიებაზე დასწრება, სამწუხაროდ ამდენი ადამიანი ფიზიკურად ვერ დაეტევა დარბაზში.

გვიხარია ასეთი დაინტერესება და ვფიქრობთ, გავამართლებთ ხალხის მოლოდინს. გადავწყვიტეთ მთელი ღონისძიების ვიდეო გადაღება, იმ ადამიანებისათვის ვინც ვერ მოხვდა სპოტლაითზე” – ამბობს პროექტის მენეჯერი ნინო ახალაია.

შეგახსენებთ სპოტლაითი პირველი ქართული მარკეტინგული ღონისძიებაა, მისი ორგანიზატორია Marketer.ge, პლატინის სპონსორი პატიო-არტი, გენერალური პარტნიორი ბორჯომი, ოქროს სპონსორი თბილისი მოლი, გენერალური სპონსორი ვერიტას ბრაუნ კავკასუსი. ოფიციალური პარტნიორი OTO|DEV და LIG Studio. მხარდამჭერები. ჯეპრა, Huawei, Diefenbach, Mymaika.Ge, Focus TV, Natakhtari, KTW.

მედია პარტნიორები: რადიო პალიტრა, კვირის პალიტრა, ჟურნალი გზა. Forbes, EGO, Bpn.ge, Palitratv.ge, Ipn.ge. Caucasian Business Week, Pink.ge, Marketer.ge

KIA-ს სუპერ გმირები გიხსნიან, თუ როგორ არასწორად შეარჩიეთ მანქანა

როგორ გადაარჩინა ჰონდამ ავტო-ფილმი