16
Nov
2013

Spotlight 2013-ის 14 სპიკერი უკვე ცნობილია!

16 Nov 2013

spotlight-logoSpotlight-ი ქართულ მარკეტინგული ღონისძიებაა და ის წელს პირველად ტარდება საქართველოში. ღონისძიების ორგანიზატორია პირველი ქართული ინტერნეტ-ჟურნალი ბიზნესზე – Marketer.ge. 

“დღეს გამოქვეყნდა ჩვენი ღონისძიების ოფიციალური ვებგვერდი www.spotlight.ge, რომელზეც ჩვენი ღონისძიების პარტნიორმა კომპანიამ OTO|DEV-მა იმუშავა. დღესვე ცნობილი გახდა ჩვენი ღონისძიების სპიკერები და კომპანიები, რომლებსაც ისინი წარმოადგენენ: OTO|DEV, Bank Of Georgia, 919, JWT METRO, Gulf Georgia, Red Bull, Leavingstone, Bank Constanta, Beeline, Palitra Media, Windfor’s, GEPRA, BOC global events group, Sarke AD studio. მიუხედავად იმისა რომ მხოლოდ ერთი ანონსი გავრცელდა მედიაში, საკმაოდ დიდია დაინტერესება და ღონისძიებაზე დასწრების სურვილი. სპეციალურად მოწვეული სტუმრების გარდა, Spotlight-ზე დასწრება შესაძლებელი იქნება ასევე რეგისტრაციით, რომელიც ამოქმედდება 1 დეკემბერს პროექტის ოფიციალურ ვებ გვერდზე.” – აცხადებს ნინო ახალაია, პროექტის მენეჯერი.

ოთო ფერაძე“როცა დამიკავშირდნენ Spotlight-ის იდეა მაშინვე ძალიან მომეწონა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ მთელი კომპანია OTO|DEV გვერდში დავდგომოდით პროექტს. ჩვენ შევიმუშავეთ პროექტის დიზაინები და ვებგვერდი. ამ დღისთვის მე სპეციალურად ჩამოვდივარ საბერძნეთიდან. მიხარია რომ ასეთი პროექტები კეთდება” – ამბობს ოთო ფერაძე – ღონიძიების ერთ-ერთი სპიკერი და კომპანია OTO|DEV-ის დამფუძნებელი.

შეგახსენებთ ღონისძიების ოქროს სპონსორია Tbilisi Mall, გენერალური სპონსორი Veritas Brown Caucasus. ტექნოლოგიური პარტნიორი Huawei. ოფიციალური პარტნიორი OTO|DEV.  ინტერნეტ ტელევიზია Focus TV. მედია პარტნიორები: რადიო პალიტრა, კვირის პალიტრა, ჟურნალი გზა. Forbes, EGO, Bpn.ge, Palitratv.ge, Ipn.ge. Caucasian Business Week, Pink.ge, Marketer.ge

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ:

www.spotlight.ge

www.facebook.com/spotlightge

განხილვა