5 წლის შემდეგ, Spotlight Tech სრული მასშტაბით ბრუნდება! ღონისძიება, 14 მაისს, თბილისში, სასტუმრო Radisson Blu Iveria-ში ჩატარდება. მთელი დღის განმავლობაში, 600-მდე ვიზიტორი შეძლებს დაესწროს 30 სპიკერის ინსპირაციულ გამოსვლას, მასტერკლასებს, ვორკშოპებსა და პანელურ დისკუსიებს. ღონისძიების ფორმატის გათვალისწინებით კი, დელეგატებს აქვთ შესაძლებლობა შეხვდნენ ძველ კოლეგებს და იპოვონ ახალი პარტნიორები.
ღონისძიების სპიკერების სრული სია 26 აპრილს გახდება ცნობილი. ბილეთების გაყიდვა კი დაიწყება 1 მაისს, Tkt.ge-ზე.
ღონისძიების წარმდგენია: e team
გენერალური პარტნიორი: Visa
ოქროს სპონსორი: ავერსი ფარმა
ვერცხლის სპონსორი: Bolt
ღონისძიების ოფიციალური ავტომობილი: Porsche
მხარდამჭერები: AccountAnts, McDonald’s, Geosoft – Google Cloud, ლურჯი ოკეანე, Top Sport, Aldagi Business, BTU, It Step Academy, Alta, Adwise, Johnny Walker.
არ გამოგრჩეს არცერთი სიახლე ღონისძიებასთან დაკავშირებით, გამოიწერე Spotlight-ის ოფიციალური Facebook გვერდი.










