1-ელ და 2 ივნისს თბილისში ღონისძიება Spotlight Tech 2024 ჩატარდება! ღონისძიება გაიმართება თბილისში, სასტუმრო Radisson Blu Iveria-ში.
ორი დღის განმავლობაში ვიზიტორები საინტერესო სპიკერებისგან თემატურ სფიჩებს მოისმენენ, ახალი ინსპირაციებით დაიმუხტებიან და მეტი შთაგონებით განაგრძობენ ყოველდღიურ საქმიანობას. გარდა ინსპირაციული გამოსვლებისა, Spotlight Tech სამ დამატებით სცენას მასპინძლობს: მასტერკლასებს, How I Built This-ს და Career Insights-ს. თითოეული მათგანი წარმატებულ ქეისებზე, კარიერულ რჩევებსა და განვითარებაზეა ფოკუსირებული.
სპიკერების ჩამონათვალი კი ასეთია: ნიკა აბაშიძე, სანდრო ლილუაშვილი, თემურ ხაინდრავა, ირაკლი ბესელიძე, ლევან ლაფაჩი, გიგა კვეტენაძე, Koa Mohawke, Taha, გეგა წურწუმია, ტუსა ღარიბაშვილი, იაკო ჯიქია, ზვიად წოწკოლაური, დავით ალავიძე (ჰიტა), დავით გაბრიჩიძე, გიგი გიორგაძე, ნიკოლოზ გოგოჭური, ირაკლი ჩიქავა, ვახტანგ მდივანი, ლადო ნინიკაშვილი, ლევან ლაფაჩი, გიორგი გვაზავა, გიორგი დანელია, თამუნა მუსერიძე, თამარა ქლიბაძე, თათია ქარჩხაძე, ოთო ზაკალაშვილი, მახო ქიტუაშვილი, სალომე ნასყიდაშვილი, ლუკა ქობალია, ნინა ქარჩხაძე, ნიკა ჟორჟოლიანი, გიგა მეტრეველი, გიორგი კოკაია, მიშა ნადარეიშვილი, გიორგი ბერეჩიკიძე, ირაკლი ჯაბუა, კოკა ნიკოლაძე, მარიამ რუსიშვილი, თაკო ნაცვლიშვილი, პაატა წაქაძე და სხვები.
ვინაიდან დღეისათვის ტექნოლოგიები ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და მზარდი სფეროა, თითქმის ყოველდღიურად გროვდება ახალი ინფორმაციები, რომელთა ათვისებაც გადამწყვეტ როლს ასრულებს პროფესიულ განვითარებაში. შესაბამისად, ინდუსტრიის შესახებ სხვადასხვა პროფესიონალი განსხვავებულ ცოდნას ფლობს. Spotlight Tech 2024-ზე კი ისეთ სპიკერებს შეხვდებით, რომელთა მიერ გაზიარებული ცოდნაც ნამდვილად ღირებული იქნება.
Spotlight Tech 2024-ის წარმდგენია საქართველოს ბანკი.
გენერალური პარტნიორი: eTeam
ოქროს სპონსორი: Alta – Honor
ვერცხლის სპონსორები: Bolt, Wolt, Coinmania.
ღონისძიების ოფიციალური ავტომობილი: Porsche
მხარდამჭერები: ლურჯი ოკეანე, LionTrans, ავერსი, It აკადემია Step, Navne, Lutecia, Develor Georgia, Viber, ACT, Silk Rewards
დეტალურ პროგრამას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებგვერდზე Spotlight.ge.
არ გამოგრჩეს არცერთი სიახლე ღონისძიებასთან დაკავშირებით, გამოიწერე Spotlight-ის ოფიციალური Facebook გვერდი.