უკვე იცით, რომ “Spotlight X” 14 ივნისს სასტუმრო „ტელეგრაფში” გაიმართება და კიდევ ერთხელ შეკრებს ტექნოლოგიების, მარკეტინგისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის როგორც წარმომადგენლებს, ისე ენთუზიასტებს. როგორც ყოველ წელს, ამჟამადაც, სპიკერები საგულდაგულოდ შეირჩნენ და მათ ნამდვილად აქვთ აუდიტორიისთვის გასაზიარებელი საინტერესო ამბები.
Spotlight X-ის სცენაზე სულ 23 სპიკერი წარდგება, რომლებიც დაამტკიცებენ, რომ შთაგონების ძალას სამყაროს შეცვლა შეუძლია. მათგან ერთ-ერთია ვახო ბურჭულაძე-კალანდაძე, Datamind-ის თანადამფუძნებელი, რომელიც მსმენელთან პირისპირ წარდგენამდე marketer-ის ბლიცკითხვებს უპასუხებს:
M: რისი გჯეროდა და აღარ გჯერა დღეს?
იმის, რომ წარმატების მისაღწევად წინასწარ განსაზღვრული გზით უნდა იარო.
M: ფრაზა/წინადადება, რომელიც გახსოვს ყველაზე ხშირად?
„გამონაკლისი წესს ადასტურებს”.
M: რას ეტყოდი საკუთარ თავს 10 წლის წინ?
იმას, რომ სამყარო რადიკალურად სხვანაირია და რომ ყველაფერი ცადოს, რისი შესაძლებლობაც ექნება ან არ ექნება.
M: ყველაზე მეტად მეშინია…
იმის. რომ შეიძლება რამე არ ვცადო.
M: ყველაზე ხშირად ვნანობ…
აბსოლუტურად არაფერს.
M: რა რჩევა მიგიღია, რომელიც სრულიად მცდარი აღმოჩნდა?
უამრავი სწორი და არასწორი რჩევა მიმიღია, თუმცა თითოეულმა მათგანმა მომიყვანა ცხოვრების ამ ეტაპამდე.
M: რომელი წიგნი, ფილმი ან ადამიანი შეგხვდა საჭირო დროს?
ბიზნესპარტნიორი და ის ადამიანები, რომლებსაც ამ გზაზე სჯერათ ჩვენი.
M: რა არ იციან ადამიანებმა შენ შესახებ?
Sex and the city-ს ყველა სეზონი რომ მაქვს ნანახი.
M: გაიხსენე და მოგვიყევი მომენტი, როცა შენი გზა შეიცვალა…
ოჯახის წევრის დაკარგვა, რამაც დამანახა, რომ ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა და ყველაფერი უნდა ცადო.
M: რისი რწმენა დაგეხმარა იმაში, რომ მიგეღწია იმისთვის, ვინც დღეს ხარ?
იმის, რომ შრომა შედეგს გამოიღებს და რომ სწორ ადამიანებთან ერთად მსოფლიოს შეცვლა შეიძლება.
M: დაბოლოს, რას გაუზიარებ Spotlight-ის აუდიტორიას?
გამოცდილებასა და ისტორიას, რომელმაც მეტწილად განაპირობა, თუ სად ვართ დღეს.
ღონისძიების მასპინძელია The Telegraph Hotel
Spotlight X-ის წარმდგენია საქართველოს ბანკი
გენერალური პარტნიორი: Betsson
პლატინის სპონსორები: Visa, Tegeta
ოქროს სპონსორები: Smartsoft, თეთრი კვადრატი
პარტნიორები: Coinmania, Aversi, Upgaming, Self.HR, Jacobs, Silknet, BDO Digital, Redbull, საქართველოს უნივერსიტეტი, Silk Rewards, Signall.ge, National Geographic, Render Group, Ton, biletebi.ge, METI Protein Bar













