29
Nov
2019

წელს, “სფოთლაითს” დაემატა “სფოთლაითის” კვირეული!

29 Nov 2019

უკვე მე-7 წელია, “სფოთლაითი” ქვეყნის მთავარი მარკეტინგული დღესასწაულია. სფეროს განვითარებამ და მის მიმართ ინტერესის მძაფრმა მატებამ განაპირობა უფრო მასშტაბური ფორმატის აუცილებლობა. “სფოთლაითი” უკვე აღარ არის ერთდღიანი დღესასწაული. ღონისძიების ფორმატს “სფოთლაითის” კვირეული დაემატა.

“სფოთლაითის” კვირეულის მიზანია, უფრო ახლოდან გაჩვენოთ შემოქმედებითი ინდუსტრია – კრეატიული ინდუსტრიით დაინტერესებულ ადამიანებს ახლოდან გაგაცნოთ სააგენტოები, სააგენტოებს კი, ახალი ნიჭიერი ადამიანების აღმოჩენაში დაგეხმაროთ.

კვირეულის განმავლობაში, ქართული საკომუნიკაციო სააგენტოები, თავიანთ ოფისებში, ლექცია-მასტერკლასებს გამართავენ. შეხვედრები ჩატარდება Ogilvy-ის, Leavingstone-ის, Redberry-ის, Windfor’s-ისა და Marketer.ge-ის ოფისებში.

“სფოთლაითის” კვირეული 9 დეკემბერს დაიწყება და 13 დეკემბრამდე გასტანს. დარეგისტრირებულ მონაწილეებს უფასოდ შეეძლებათ ლექცია-მასტერკლასებზე დასწრება. 

შეგახსენებთ, “სფოთლაითის” მთავარი ღონისძიება 15 დეკემბერს, Radisson Blu Iveria-ში გაიმართება. ღონისძიების წარმდგენია საქართველოს ბანკი. წლევანდელი ღონისძიების მთავარი თემაა “ერთიანობა”.

განხილვა