Spotlight 2019-ის კვირეულზე რეგისტრაცია უკვე დაიწყო. წელს, ქვეყნის მთავარ მარკეტინგულ ღონისძიებას ახალი ფორმატი აქვს – „ივენთები“ ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. 9 დეკემბრიდან 13 დეკემბრამდე, Marketer.ge და ქართული საკომუნიკაციო სააგენტოები, თავიანთ ოფისებში, ლექცია – მასტერკლასებს ჩაატარებენ. „სფოთლაითის“ დასკვნითი ღონისძიება კი 15 დეკემბერს გაიმართება.

„ამ კვირეულის მიზანია, უფრო ახლოს გაგაცნოთ შემოქმედებითი ინდუსტრია – ამ სფეროთი დაინტერესებულებს – სააგენტოები, სააგენტოებს კი, ახალი, ნიჭიერი ადამიანების აღმოჩენაში დაგეხმაროთ“.
მასტერკლასების განრიგი, თემები და სარეგისტრაციო ფორმები:
- 9 დეკემბერი, 19:00 – Marketer.ge – „ქართული რეკლამის ისტორია“ (ვიდეო ჩვენება) – რეგისტრაცია
- 10 დეკემბერი, 19:00 – Ogilvy – “What It’s Like to be the Part of the Global Agency” – რეგისტრაცია
- 11 დეკემბერი, 19:00 – Leavingstone – „ლივინგსტონის შიდა საძინებელი“ – რეგისტრაცია
- 12 დეკემბერი, 19:00 – Windfor’s – „ძე ქართული პროექტია“ – რეგისტრაცია
- 13 დეკემბერი, 19:00 – Redberry – როგორ ამოვხსნათ შეუძლებელი ბრიფი?! – რეგისტრაცია










