in

ბლიც-ინტერვიუ – გაიცანი Spotlight X-ის სპიკერი ანა კოშაძე

სულ მალე, „სფოთლაითის“ სცენა კვლავ შემოიკრებს ასეულობით სტუმარს მარკეტინგის, ბიზნესისა და ტექნოლოგიების გარშემო. 14 ივნისს, ღონისძიებას სასტუმრო „ტელეგრაფი“ უმასპინძლებს. 2013 წლიდან, „სფოთლაითი“ აერთიანებს ინდუსტრიის პროფესიონალებს და იქცა სივრცედ, რომელიც თავს უყრის ინდუსტრიის ასობით წარმომადგენელს და ცოდნისა თუ გამოცდილების გაზიარების საშუალებას აძლევს. წლევანდელი Spotlight X-ის სპიკერებს შორის გახლავთ ანა კოშაძე, Rehani-ს დამფუძნებელი. სანამ „სფოთლაითის“ სცენიდან მოუსმენთ, მოდით უფრო ახლოდან გავიცნოთ ის.

რისი გჯეროდა და აღარ გჯერა დღეს? 

რელიგიების. 

ფრაზა/წინადადება, რომელიც ყველაზე ხშირად გახსენდება? 

ესეც გაივლის.

რას ეტყოდი საკუთარ თავს 10 წლის წინ?

აიღე პასუხისმგებლობა საკუთარ ცხოვრებაზე და შეცვალე, თუ რამის შეცვლა გინდა.

ყველაზე მეტად მეშინია… 

სიკვდილის, ყველა შიში სიკვდილთან მიდის.

ყველაზე ხშირად ვნანობ…

ჩემს შვილებთან ურთიერთობაში დაშვებულ შეცდომებს.

რა რჩევა მიგიღია, რომელიც სრულიად მცდარი აღმოჩნდა?

5 წუთის წინ, როდესაც რუსულად არ დაველაპარაკე პოტენციურ დამკვეთს, მირჩია რომ რუსული ენა მესწავლა. არა და ვიცი.

რომელი წიგნი, ფილმი ან ადამიანი შეგხვდა საჭირო დროს?

ანანო ასათიანი, რომელმაც ერთხელ სიტყვას მოაყოლა ასეთი ფრაზა: „სამსახურში ჩუსტებით რომ იწყებ სიარულს, წამოსვლის დროა“.  მეორე დღესვე მივიღე, მანამდე მომწიფებული, სამსახურიდან წამოსვლის, გადაწყვეტილება და დღემდე ხშირად ვუმეორებ საკუთარ თავს: ანა, აქ უკვე ჩუსტებით ხარ, ცვლილების დროა.

რა არ იციან ადამიანებმა შენს შესახებ?

ცუდი ხასიათი და მწარე ენა მაქვს. შორიდან ყველას კეთილი ვგონივარ.

გაიხსენე და მოგვიყევი მომენტი, როცა შენი გზა შეიცვალა (მაგ. როცა სამსახურიდან წამოვედი, როცა შვილი გამიჩნდა, როცა პირველი ბიზნესი გავყიდე და ა.შ)

როცა ბოლო სამსახურიდან წამოვედი და სხვა სამსახურის ძიების ნაცვლად, საკუთარი საქმე დავიწყე. ყველაზე რთულმა გადაწყვეტილებამ მომიტანა 24-საათიანი შფოთვა, რადგან ფინანსური არასტაბილურობის მუდმივი შიში დამყვება და თან ყველაზე დიდი თავისუფლების შეგრძნება. იხ. მე-6 შეკითხვის პასუხი — პოტენციური დამკვეთი პოტენციურად დარჩა.

რისი რწმენა დაგეხმარა იმაში, რომ მიგეღწია იმისთვის, ვინც დღეს ხარ?

შრომით და ძალისხმევით ყველაფერი მიიღწევა. ეს მეხმარება და ამავდროულად ხელს მიშლის, რადგან მუდმივად განცდა მაქვს, რომ თუ საქმის კეთებაში დიდი ენერგია არ დავხარჯე, შედეგი დაუმსახურებელია.

Spotlight X-ზე აუდიტორიას გავუზიარებ…

გამოცდილებას.


ღონისძიების მასპინძელია The Telegraph Hotel

Spotlight X-ის წარმდგენია საქართველოს ბანკი

გენერალური პარტნიორი: Betsson

პლატინის სპონსორები: VisaTegeta

ოქროს სპონსორები: Smartsoftთეთრი კვადრატი

პარტნიორები:Coinmania, AversiUpgamingSelf.HRJacobsSilknetBDO DigitalRedbullსაქართველოს უნივერსიტეტიSilk RewardsSignall.geNational GeographicRender GroupTon, biletebi.ge, METI Protein Bar

ბლიც-ინტერვიუ – გაიცანი Spotlight X-ის სპიკერი ტატო რუსია

ბლიც-ინტერვიუ – გაიცანი Spotlight X-ის სპიკერი ნიკა მუსერიძე