უკვე იცით, რომ “Spotlight X” 14 ივნისს სასტუმრო „ტელეგრაფში” გაიმართება და კიდევ ერთხელ შეკრებს ტექნოლოგიების, მარკეტინგისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის როგორც წარმომადგენლებს, ისე ენთუზიასტებს. როგორც ყოველ წელს, ამჟამადაც, სპიკერები საგულდაგულოდ შეირჩნენ და მათ ნამდვილად აქვთ აუდიტორიისთვის გასაზიარებელი საინტერესო ამბები.
Spotlight X-ის სცენაზე სულ 23 სპიკერი წარდგება, რომლებიც დაამტკიცებენ, რომ შთაგონების ძალას სამყაროს შეცვლა შეუძლია. მათგან ერთ-ერთია გიგი კურტანიძე, Ad Magica.AI-ს თანადამფუძნებელი, რომელიც მსმენელთან პირისპირ წარდგენამდე marketer-ის ბლიცკითხვებს უპასუხებს:
M: რისი გჯეროდა და აღარ გჯერა დღეს?
მჯეროდა, რომ კრეატიულობა ადამიანის ექსკლუზიური პრივილეგია იყო, თუმცა დღეს ხელოვნურმა ინტელექტმა ეს ჩარჩოები დაამსხვრია და უბრალო ინსტრუმენტიდან ჩემს ყველაზე დიდ თანაშემოქმედად იქცა.
M: ფრაზა/წინადადება, რომელიც გახსოვს ყველაზე ხშირად?
„მარცხი არ არის წარმატების საპირისპირო მხარე, ის მისი აუცილებელი ნაწილია”.
M: რას ეტყოდი საკუთარ თავს 10 წლის წინ?
ნაკლები ფიქრი მომდევნო ნაბიჯზე და მეტი მოქმედება სანაცვლოდ.
M: ყველაზე მეტად მეშინია…
ერთ ადგილზე გაჩერების.
M: ყველაზე ხშირად ვნანობ…
არაფერს არ ვნანობ.
M: რა რჩევა მიგიღია, რომელიც სრულიად მცდარი აღმოჩნდა?
ყველაფერი შენით უნდა გააკეთო, თუ გინდა, რომ კარგი გამოვიდეს.
M: რომელი წიგნი, ფილმი ან ადამიანი შეგხვდა საჭირო დროს?
რობერტ კიოსაკის „მდიდარი მამა ღარიბი მამა”.
M: რა არ იციან ადამიანებმა შენ შესახებ?
არ იციან, რომ ძალიან კარგი კულინარი ვარ.
M: გაიხსენე და მოგვიყევი მომენტი, როცა შენი გზა შეიცვალა…
როცა მაღალანაზღაურებადი სამსახური დავტოვე, იმ მიზნით, რომ საკუთარი ბიზენესი დამეწყო.
M: რისი რწმენა დაგეხმარა იმაში, რომ მიგეღწია იმისთვის, ვინც დღეს ხარ?
იმან, რომ რაც უფრო მეტს ცდი, პირდაპირპროპორციულად ზრდი შენი წარმატების შანსებს. მათემატიკურადაც ხომ ეგრეა, მეტი მცდელობა = მეტ ალბათობას, რომ წარმატებას მიაღწევ.
M: დაბოლოს, რას გაუზიარებ Spotlight-ის აუდიტორიას?
Spotlight-ის სცენაზე აუდიტორიას გავუზიარებ ჩემს ხედვას იმაზე, თუ როგორ მოხდება ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში პროფესიების ხელახალი წარმოსახვა და რა როლი ექნება ამ პროცესში ადამიანს.
ღონისძიების მასპინძელია The Telegraph Hotel
Spotlight X-ის წარმდგენია საქართველოს ბანკი
გენერალური პარტნიორი: Betsson
პლატინის სპონსორები: Visa, Tegeta
ოქროს სპონსორები: Smartsoft, თეთრი კვადრატი
პარტნიორები: Coinmania, Aversi, Upgaming, Self.HR, Jacobs, Silknet, BDO Digital, Redbull, საქართველოს უნივერსიტეტი, Silk Rewards, Signall.ge, National Geographic, Render Group, Ton, biletebi.ge, METI Protein Bar













