in

ბლიც-ინტერვიუ: გაიცანი Spotlight X-ის სპიკერი გიორგი ქვლივიძე

სულ მალე, „სფოთლაითის“ სცენა კვლავ შემოიკრებს ასეულობით სტუმარს მარკეტინგის, ბიზნესისა და ტექნოლოგიების გარშემო. 14 ივნისს, ღონისძიებას სასტუმრო „ტელეგრაფი“ უმასპინძლებს. 2013 წლიდან, „სფოთლაითი“ აერთიანებს ინდუსტრიის პროფესიონალებს და იქცა სივრცედ, რომელიც თავს უყრის ინდუსტრიის ასობით წარმომადგენელს და ცოდნისა თუ გამოცდილების გაზიარების საშუალებას აძლევს. წლევანდელი Spotlight X-ის სპიკერებს შორის გახლავთ „თეგეტას“ ციფრული კომერციის მთავარი ოფიცერი გიორგი ქვლივიძე.  სანამ „სფოთლაითის“ სცენიდან მოუსმენთ, მოდით უფრო ახლოდან გავიცნოთ ის.

M: გაიხსენე და მოგვიყევი მომენტი, როცა შენი გზა ფუნდამენტურად შეიცვალა…

ეს მომენტი ჩემს ცხოვრებაში იყო 2020 წელი, როდესაც კოვიდი დაიწყო. ამ პერიოდმა ჩემში ბევრი რამ გადააფასა.

M: რა რჩევა მიგიღია, რომელიც სრულიად მცდარი აღმოჩნდა?

მთავარია, როგორ წარმოაჩენ შენს შესრულებულ საქმეს და არა ის, თუ რას აკეთებ.

M: რომელი წიგნი, ფილმი ან ადამიანი შეგხვდა საჭირო დროს?

ჩემი ერთ-ერთი ხელმძღვანელი, რომლისგანაც საოცრად ბევრი რამ ვისწავლე.

M: რისი რწმენა დაგეხმარა იმაში, რომ მიგეღწია იმისთვის, ვინც დღეს ხარ?

არ არსებობს გამოუვალი საქმე, მთავარია დრო და გარემოებები.

M: რას ეტყოდი 10 წლის წინანდელ საკუთარ თავს?

უფრო მეტად ენდე საკუთარ თავს.

M: ფრაზა ან წინადადება, რომელიც ყველაზე ხშირად გახსენდება?

არასდროს მოექცე სხვა ადამიანს ისე, როგორც არ გინდა, რომ შენ მოგექცნენ.

M: ყველაზე მეტად მეშინია…

ჩემ გარშემო მყოფ ადამიანებს ტკივილი არ მივაყენო.

M: ყველაზე ხშირად ვნანობ…

საკმარის დროს ვერ ვატარებ ოჯახთან.

M: რა არ იციან ადამიანებმა შენ შესახებ?

არის რაღაცები, რასაც თქვენც ვერ გაგიმხელთ.

M: Spotlight X-ზე აუდიტორიას რას გაუზიარებ?

აღმოაჩინეთ თქვენი ძლიერი მხარეები და გამოიყენეთ ისინი თქვენს მთავარ უპირატესობად.


ღონისძიების მასპინძელია The Telegraph Hotel

Spotlight X-ის წარმდგენია საქართველოს ბანკი

გენერალური პარტნიორი: Betsson

პლატინის სპონსორები: VisaTegeta

ოქროს სპონსორები: Smartsoftთეთრი კვადრატი

პარტნიორები:CoinmaniaAversiUpgamingSelf.HRJacobsSilknetBDO DigitalRedbullსაქართველოს უნივერსიტეტიSilk RewardsSignall.geNational GeographicRender GroupTon, biletebi.ge, METI Protein Bar

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსზე 1200-ზე მეტი მასწავლებელი წარადგინეს – პროექტის მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ბანკი

Coinmania: „სფოთლაითთან მრავალწლიანი მეგობრობა გრძელდება და ტრადიციას არც წელს ვარღვევთ“