in

ბლიც-ინტერვიუ – გაიცანი Spotlight X-ის სპიკერი ლაშა რამიშვილი

სულ მალე, „სფოთლაითის“ სცენა კვლავ შემოიკრებს ასეულობით სტუმარს მარკეტინგის, ბიზნესისა და ტექნოლოგიების გარშემო. 14 ივნისს, ღონისძიებას სასტუმრო „ტელეგრაფი“ უმასპინძლებს. 2013 წლიდან, „სფოთლაითი“ აერთიანებს ინდუსტრიის პროფესიონალებს და იქცა სივრცედ, რომელიც თავს უყრის ინდუსტრიის ასობით წარმომადგენელს და ცოდნისა თუ გამოცდილების გაზიარების საშუალებას აძლევს. წლევანდელი Spotlight X-ის სპიკერებს შორის გახლავთ კრეატორი ლაშა რამიშვილი. სანამ „სფოთლაითის“ სცენიდან მოუსმენთ, მოდით უფრო ახლოდან გავიცნოთ ის.

რისი გჯეროდა და აღარ გჯერა დღეს?

სიკეთე რომ ყოველთვის გაიმარჯვებს.

ფრაზა/წინადადება, რომელიც ყველაზე ხშირად გახსენდება?

თუ გინდა იყო ის ვინც არ ხარ, აკეთე ის, რასაც არ აკეთებდი.

რას ეტყოდი საკუთარ თავს 10 წლის წინ?

დაიწყე ვიდეოების გადაღება, ახლავე.

ყველაზე მეტად მეშინია… 

ალბათ, სიმარტოვეში სიკვდილის…

ყველაზე ხშირად ვნანობ…

არაფერს, ჯერჯერობით.

რა რჩევა მიგიღია, რომელიც სრულიად მცდარი აღმოჩნდა?

ყველაფერი გამოგივა.

რომელი წიგნი, ფილმი ან ადამიანი შეგხვდა საჭირო დროს?

„მწვანე ბილიკი“ არის ფილმი, რომელმაც დიდი გავლენა იქონია ჩემს ბავშვობაზე.

რა არ იციან ადამიანებმა შენს შესახებ?

ის, რომ ოდესღაც ჟურნალისტი ვიყავი…

გაიხსენე და მოგვიყევი მომენტი, როცა შენი გზა შეიცვალა (მაგ. როცა სამსახურიდან წამოვედი, როცა შვილი გამიჩნდა, როცა პირველი ბიზნესი გავყიდე და ა.შ)

ბევრჯერ გადავუხვიე გზას, ალბათ რიკოთის უღელტეხილივით დაგრეხილია რომ შეხედო ამ სიშორიდან. არასწორი კარიერა, არასწორი ურთიერთობები, არასწორი მეგობრები და ა. შ.

რისი რწმენა დაგეხმარა იმაში, რომ მიგეღწია იმისთვის, ვინც დღეს ხარ?

საკუთარი ოცნებების. მახსოვს, ბავშვობაში მინდოდა ენტონი ბურდენის მსგავსად გადამეღო კულინარიაზე და მემოგზაურა — ამას ნელ-ნელა ვაკეთებ კიდეც.

Spotlight X-ზე აუდიტორიას გავუზიარებ…

რეალურ ლაშას, რომელიც არ დაიწყებს თხრობას იდეალური ადამიანის პიედესტალიდან და მოყვება დაუვარცხნელ ისტორიას, რომელიც უფრო საინტერესოა.


ღონისძიების მასპინძელია The Telegraph Hotel

Spotlight X-ის წარმდგენია საქართველოს ბანკი

გენერალური პარტნიორი: Betsson

პლატინის სპონსორები: VisaTegeta

ოქროს სპონსორები: Smartsoftთეთრი კვადრატი

პარტნიორები:Coinmania, AversiUpgamingSelf.HRJacobsSilknetBDO DigitalRedbullსაქართველოს უნივერსიტეტიSilk RewardsSignall.geNational GeographicRender GroupTon, biletebi.ge, METI Protein Bar

საქართველოს ბანკის რიგით 28-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა გურიის სოფელ ხიდისთავში გაიხსნა

ბლიც-ინტერვიუ – გაიცანი Spotlight X-ის სპიკერი გიორგი ნატროშვილი