სულ მალე, „სფოთლაითის“ სცენა კვლავ შემოიკრებს ასეულობით სტუმარს მარკეტინგის, ბიზნესისა და ტექნოლოგიების გარშემო. 14 ივნისს, ღონისძიებას სასტუმრო „ტელეგრაფი“ უმასპინძლებს. 2013 წლიდან, „სფოთლაითი“ აერთიანებს ინდუსტრიის პროფესიონალებს და იქცა სივრცედ, რომელიც თავს უყრის ინდუსტრიის ასობით წარმომადგენელს და ცოდნისა თუ გამოცდილების გაზიარების საშუალებას აძლევს. წლევანდელი Spotlight X-ის სპიკერებს შორის გახლავთ ნიკა მუსერიძე, Bitcoin მაქსიმალისტი. სანამ „სფოთლაითის“ სცენიდან მოუსმენთ, მოდით უფრო ახლოდან გავიცნოთ ის.
რისი გჯეროდა და აღარ გჯერა დღეს?
ბავშვობაში დაბრუნების.
ფრაზა/წინადადება, რომელიც ყველაზე ხშირად გახსენდება?
სწავლა სიბერემდეაო.
რას ეტყოდი საკუთარ თავს 10 წლის წინ?
წინ, თავგადასავლებისკენ!
ყველაზე მეტად მეშინია…
უმოძრაობის.
ყველაზე ხშირად ვნანობ…
უმოძრაობას.
რა რჩევა მიგიღია, რომელიც სრულიად მცდარი აღმოჩნდა?
რომ ასეთი ჯიუტი და ცნობისმოყვარე არ ვიყო.
რომელი წიგნი, ფილმი ან ადამიანი შეგხვდა საჭირო დროს?
DanDarkPill თვითერზე.
რა არ იციან ადამიანებმა შენს შესახებ?
ის, რომ შეყვარებული ვარ.
გაიხსენე და მოგვიყევი მომენტი, როცა შენი გზა შეიცვალა (მაგ. როცა სამსახურიდან წამოვედი, როცა შვილი გამიჩნდა, როცა პირველი ბიზნესი გავყიდე და ა.შ)
შვილის დაბადებამ ენტროპია გაახანგრძლივა.
რისი რწმენა დაგეხმარა იმაში, რომ მიგეღწია იმისთვის, ვინც დღეს ხარ?
საკუთარი თავის.
Spotlight X-ზე აუდიტორიას გავუზიარებ…
ამბავს კარგი ფულის შესახებ.
ღონისძიების მასპინძელია The Telegraph Hotel
Spotlight X-ის წარმდგენია საქართველოს ბანკი
გენერალური პარტნიორი: Betsson
პლატინის სპონსორები: Visa, Tegeta
ოქროს სპონსორები: Smartsoft, თეთრი კვადრატი
პარტნიორები:Coinmania, Aversi, Upgaming, Self.HR, Jacobs, Silknet, BDO Digital, Redbull, საქართველოს უნივერსიტეტი, Silk Rewards, Signall.ge, National Geographic, Render Group, Ton, biletebi.ge, METI Protein Bar













