სულ მალე, „სფოთლაითის“ სცენა კვლავ შემოიკრებს ასეულობით სტუმარს მარკეტინგის, ბიზნესისა და ტექნოლოგიების გარშემო. 14 ივნისს, ღონისძიებას სასტუმრო „ტელეგრაფი“ უმასპინძლებს. 2013 წლიდან, „სფოთლაითი“ აერთიანებს ინდუსტრიის პროფესიონალებს და იქცა სივრცედ, რომელიც თავს უყრის ინდუსტრიის ასობით წარმომადგენელს და ცოდნისა თუ გამოცდილების გაზიარების საშუალებას აძლევს. წლევანდელი Spotlight X-ის სპიკერებს შორის გახლავთ მუსიკოსი ტატო რუსია. სანამ „სფოთლაითის“ სცენიდან მოუსმენთ, მოდით უფრო ახლოდან გავიცნოთ ის.
რისი გჯეროდა და აღარ გჯერა დღეს?
ბევრი რამის. ეს მუდმივი პროცესი აღმოჩნდა, ძალიან ხშირად ვიცვლი აზრს და წარმოდგენას, როგორც კი საკითხს განსხვავებული კუთხითაც შევხედავ. უფრო მარტივია იმის თქმა, რისი მჯეროდა ადრე და რამ გაუძლო დროს.
ფრაზა/წინადადება, რომელიც ყველაზე ხშირად გახსენდება?
We are not the true creators. Instead, artists serve as a channel or medium for the universe. Ideas are treated as pre-existing, floating matter, and our job is simply to notice them and bring them to life.
რას ეტყოდი საკუთარ თავს 10 წლის წინ?
ყველაფერი მუდმივ ცვალებადია.
ყველაზე მეტად მეშინია…
სოციოპათების.
ყველაზე ხშირად ვნანობ…
საბოლოოდ არაფერს არ ვნანობ.
რა რჩევა მიგიღია, რომელიც სრულიად მცდარი აღმოჩნდა?
საკუთარ თავზე ბევრს ნუ აიღებ.
რომელი წიგნი, ფილმი ან ადამიანი შეგხვდა საჭირო დროს?
ფილმი — Sound of Metal. ადამიანი — ჩემი პარტნიორი
რა არ იციან ადამიანებმა შენს შესახებ?
კატასტროფულად ცუდი გადმოცემის უნარი მაქვს და საშინლად ვიმახსოვრებ ტექსტებს. 90% იმპროვიზაციის იმედზე ვარ.
გაიხსენე და მოგვიყევი მომენტი, როცა შენი გზა შეიცვალა (მაგ. როცა სამსახურიდან წამოვედი, როცა შვილი გამიჩნდა, როცა პირველი ბიზნესი გავყიდე და ა.შ)
იურიდიული ფაკულტეტიდან გამრიცხეს და კონსერვატორიაში ჩავაბარე.
რისი რწმენა დაგეხმარა იმაში, რომ მიგეღწია იმისთვის, ვინც დღეს ხარ?
რაღაცა ღირებულის გადმოტანა შემიძლია ეთერიდან დედამიწაზე.
Spotlight X-ზე აუდიტორიას გავუზიარებ…
რამე ისეთს რაზეც ყოველდღიურობაში არ ფიქრობენ, არადა მნიშვნელოვანია.
ღონისძიების მასპინძელია The Telegraph Hotel
Spotlight X-ის წარმდგენია საქართველოს ბანკი
გენერალური პარტნიორი: Betsson
პლატინის სპონსორები: Visa, Tegeta
ოქროს სპონსორები: Smartsoft, თეთრი კვადრატი
პარტნიორები:Coinmania, Aversi, Upgaming, Self.HR, Jacobs, Silknet, BDO Digital, Redbull, საქართველოს უნივერსიტეტი, Silk Rewards, Signall.ge, National Geographic, Render Group, Ton, biletebi.ge, METI Protein Bar













