in

მრავალწლიანი მხარდაჭერა არ ჩერდება! – Spotlight X-ის წარმდგენია საქართველოს ბანკი

„სფოთლაითი“ Marketer.ge-მ ჯერ კიდევ 2013 წელს დააარსა და იმ მომენტიდან, ის ინდუსტრიის მასშტაბური შეხვედრის საყვარელ ადგილად იქცა. წლების განმავლობაში Spotlight ჩამოყალიბდა სივრცედ, სადაც თავს იყრის გამოცდილება, ინდუსტრიის ხედვები და რეალური ისტორიები წარმატებაზე, მარცხზე, გამოცდილებაზე, ექსპერიმენტებსა და იმ გზებზე, რომლებიც მუდმივად იცვლება. სტუმრებისთვის კი ეს არის დაუვიწყარი დღე შთაგონებისა და ახალი კავშირებისთვის. 

თუმცა, Spotlight-ის ისტორია წარმოუდგენელია იმ მტკიცე მეგობრობის გარეშე, რომელიც მას საქართველოს ბანკთან აკავშირებს. ეს პარტნიორობა დიდი ხანია გასცდა სტანდარტული კორპორაციული სპონსორობის ჩარჩოებს. აქ ყველაფერი ორგანულად, საერთო ხედვით დაიწყო – საქართველოს ბანკის მთავარი ფილოსოფია, „არ გაჩერდე“, ზუსტად პოულობს თავის ადგილს Spotlight-ის სცენაზე. ეს სცენა ხომ ყოველთვის მათ ეკუთვნით, ვინც მუდმივად ეძებს ახალ გზებს, არ უშინდება შეცდომებს, იცვლება და მოძრაობს წინ. ეს ორი ბრენდი ერთად ზუსტად იმ გარემოს ქმნის, სადაც ადამიანები ერთმანეთისგან იღებენ იმ მოტივაციასა და შთაგონებას, რაც მერე მთელ ბაზარს აცოცხლებს.

წელს, 14 ივნისს, Spotlight X კიდევ ერთხელ შეკრებს ამ ადამიანებს და სრულიად ახალ აღმოჩენებსა და საინტერესო ხედვებს მოიტანს. სცენაზე წარდგებიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, რომლებიც საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით ისაუბრებენ გადაწყვეტილებებზე, ცვლილებებთან ადაპტაციაზე, პროფესიულ გამოწვევებსა და იმ პროცესებზე, რომლებიც ხშირად კულისებში რჩება. გარდა ინსპირაციული გამოსვლებისა, Spotlight-ზე მასტერკლასების სივრცეც დაგხვდებათ, რომელიც ინვესტიციებზე იქნება ფოკუსირებული.

ამ ხანგრძლივ პარტნიორობასა და წლევანდელ მოლოდინებზე საქართველოს ბანკის მარკეტინგის, ციფრული საბანკო მომსახურებისა და მომხმარებელთა გამოცდილების მიმართულების ხელმძღვანელი, ლევან გომშიაშვილი გვესაუბრება.

M: „სფოთლაითთან“ ხანგრძლივი მეგობრობა გაკავშირებთ – როგორ ხედავთ ღონისძიების მნიშვნელობას თანამედროვე გადმოსახედიდან და რას ცვლის ის ქართული ბიზნესისა და ტექნოლოგიების ეკოსისტემისთვის?

დღეს, როცა ტექნოლოგიები, კონტენტის ფორმები, ბიზნესმოდელები თუ მომხმარებლის ქცევა ძალიან სწრაფად იცვლება, ასეთი სივრცეები კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. ინფორმაციის მიღება უკვე ძალიან მარტივია, მაგრამ გამოცდილების გაზიარება, განსხვავებული ხედვების მოსმენა და რეალური პროფესიული დიალოგი სულ უფრო ფასეული ხდება.

ვფიქრობ, Spotlight-ის მთავარი ღირებულება ის არის, რომ იგი არასდროს ყოფილა რიგითი კონფერენცია. წლების განმავლობაში ის იქცა სივრცედ, სადაც ადამიანები საკუთარ გამოცდილებაზე გულწრფელად საუბრობენ – განიხილავენ არა მხოლოდ შედეგებს, არამედ იმ პროცესებსაც, რომლებიც ამ შედეგებს წინ უძღვის.

M: საქართველოს ბანკისთვის რატომ არის კვლავაც მნიშვნელოვანი „სფოთლაითის“ მხარდაჭერა?

Spotlight სცენას უთმობს მათ, ვინც ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია – ადამიანებს, რომლებიც არასდროს ჩერდებიან. მიმაჩნია, რომ ჯერ კიდევ ცოტაა ისეთი სივრცე, სადაც პროფესიულ თემებზე საუბარი მარტივად, ფორმალობების გარეშე შეიძლება. Spotlight ამით ყოველთვის გამოირჩეოდა – აქ ადამიანები ღიად საუბრობენ საკუთარ გზაზე, შეცდომებზე, ცვლილებებსა და გამოცდილებაზე.

სწორედ ამიტომ, ჩვენი პარტნიორობა წლიდან წლამდე ძლიერდება. ეს კი მხოლოდ ღონისძიების მხარდაჭერა არ არის, ეს იმ გარემოს მხარდაჭერაცაა, სადაც ახალი იდეები ჩნდება.

M: გვიამბეთ იმ მთავარ ღირებულებებზე, რაც ღონისძიებასთან და მის სტუმრებთან გაერთიანებთ…

Spotlight-ის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მხარე ჩემთვის ის არის, რომ აქ ტექნოლოგიების, მარკეტინგის, ხელოვნების, ბიზნესისა და სხვა ინდუსტრიების წარმომადგენლები ბუნებრივად იყრიან თავს და ხშირად ყველაზე საინტერესო იდეები სწორედ ამ გადაკვეთებზე ჩნდება. ეს მრავალფეროვნება, თავის მხრივ, ძალიან ბუნებრივად ასახავს სამყაროს, რომელშიც დღეს ვცხოვრობთ.

პირველ რიგში, ახლის მიმართ ინტერესი, მუდმივი ცნობისმოყვარეობა, განვითარებისა და საკუთარი სფეროს სხვანაირად დანახვის სურვილი გვაერთიანებს. გვაინტერესებენ ადამიანები, რომლებმაც დაიწყეს და შემდეგ გადაიფიქრეს, გზადაგზა შეიცვალნენ, დაბრკოლებებს შეხვდნენ და, ამის მიუხედავად, გააგრძელეს მოძრაობა. ვფიქრობ, წლევანდელ Spotlight-ზე ბევრ ასეთ ისტორიას მოვისმენთ და სწორედ ეს ხდის ღონისძიებას საინტერესოს.

M: როგორია მოლოდინი 14 ივნისის „სფოთლაითთან“ დაკავშირებით?

ბოლო დროს ღონისძიებებში მნიშვნელოვანი მხოლოდ ინფორმაციის მიღება აღარ არის. უფრო მნიშვნელოვანია, რა იდეებით, ფიქრებით ან შთაბეჭდილებებით ტოვებ ამ სივრცეს. მჯერა, Spotlight X სწორედ ისეთი დღე იქნება, რომლის შემდეგაც ადამიანებს ახალი შთაგონება, უფრო ფართო სანაცნობო წრე და საინტერესო ხედვები დარჩებათ.


ბილეთების შეძენა შესაძლებელია ვებგვერდზე: biletebi.ge. საქართველოს ბანკის ნებისმიერი Visa ბარათებით შეძენისას იმოქმედებს 15%-იანი ფასდაკლება.

კორპორაციული შესყიდვებისთვის დაუკავშირდით ელფოსტაზე: [email protected] — მიუთითეთ თქვენი კომპანიის რეკვიზიტები და სასურველი ბილეთების რაოდენობა.

ღონისძიების მასპინძელია The Telegraph Hotel

Spotlight X-ის წარმდგენია საქართველოს ბანკი

გენერალური პარტნიორი: Betsson

პლატინის სპონსორები: VisaTegeta

ოქროს სპონსორები: Smartsoftთეთრი კვადრატი

პარტნიორები:Coinmania, AversiUpgamingSelf.HRJacobsSilknetBDO DigitalRedbullსაქართველოს უნივერსიტეტიSilk RewardsSignall.geNational GeographicRender GroupTon, biletebi.ge, METI Protein Bar

ო კაპიტანო, ჩემო კაპიტანო – გურამ კაშია ეროვნულ ნაკრებს ემშვიდობება

ბათუმში „დომინოს პიცის“ რიგით მე-9 ფილიალი იხსნება – ზაფხულის სეზონი კიდევ უფრო გემრიელი ხდება