in ,

პირველი ქართული მარკეტინგული ღონისძიება “Spotlight” 20 დეკემბერს ჩატარდება.

სპოტლაითი

სპოტლაითიSpotlight-ი ქართულ მარკეტინგული ღონისძიებაა და ის წელს პირველად ტარდება საქართველოში. ღონისძიების ორგანიზატორია პირველი ქართული ინტერნეტ-ჟურნალი ბიზნესზე – Marketer.ge.

“ეს არის შემდეგი საფეხური და პატარა ექსპერიმენტი ქართული მარკეტინგის ისტორიაში, რომელიც აუცილებლად გაამართლებს. ჩვენი მიზანია ახალი სივრცის შექმნით ქართული მარკეტინგის და მასში დასაქმებული ადამიანების განვითარება.

Spotlight-ი არის ადგილი, სადაც გამოცდილი ქართველი პროფესიონალები მსმენელს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ, ეს არ არის ლექცია ან გაკვეთილი, ეს არის 13 წუთში გაზიარებული გამოცდილება, პრაქტიკიდან მიღებული ცოდნა და რეალური ისტორიები.

ძალიან შთამბეჭდავი სპიკერები გვყავს და მალე სრული სია და თემები გამოქვეყნდება. გვიხარია, რომ ჩვენს ინიციატივას ბევრი მხარდამჭერი გამოუჩნდა. დიდი მადლობა ყველა მხარდამჭერს და მედია პარტნიორს” – ამბობს Spotlight-ის პროექტის მენეჯერი ნინო ახალაია.

ღონისძიების ოქროს სპონსორია Tbilisi Mall, გენერალური სპონსორი Veritas Brown Caucasus. ინტერნეტ ტელევიზია Focus TV. ოფიციალური პარტნიორი OTO|DEV. მედია პარტნიორები: რადიო პალიტრა, კვირის პალიტრა, ჟურნალი გზა. Forbes, EGO, Bpn.ge, Palitratv.ge, Ipn.ge. Caucasian Business Week, Pink.ge, Marketer.ge

შემოგვიერთდით:

www.facebook.com/spotlightge

ასე ისხმება ბეილისი

Cloud პრინციპი პროგრამული მომსახურების სფეროში