in

„10 მცნება“ – რეზი ნიჟარაძე / Spotlight 2016

Spotlight  ყოველწლიური მარკეტინგული ღონისძიებაა, რომელშიც ქართველი პროფესიონალები, დაინტერესებულ აუდიტორიას, საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ. პროექტს, რომლის მიზანია ბიზნესისა და მასში დასაქმებული ადამიანების განვითარება,  Marketer.ge 2013 წლიდან ახორციელებს.

Spotlight 2016 – ის ერთ-ერთი სპიკერი,  HOLMES&WATSON-ის „ექაუნთ” დირექტორი, რეზი ნიჟარაძე „10 მცნებაზე” საუბრობს, რომლის დაცვაც, მისი აზრით, მარკეტინგსა და სარეკლამო სფეროში, წარმატებისთვის აუცილებელია.

[embedyt] https://www.youtube.com/watch?v=7IQ4vHgZTYE[/embedyt]

როგორც რეზი ნიჟარაძემ პრეზენტაციისას აღნიშნა, პირველი 5 მცნება – „ასუნთქე ბრენდი შენი”, „არა იდეა კლა”, „არ დაგენანოს ფული შენი”, „სამიზნე აუდიტორიას უყურე თანასწორად, არა ზემოდან”, „ნუ იტყვი ყველაფერს ერთად” – მარკეტერებმა უნდა „დაიცვან”, დანარჩენი 5 კი – „არა იპარო”, „ითამაშე მუშაობის ნაცვლად”, „გიყვარდეს ბრენდი მისი, როგორც საკუთარი”, „დაარწმუნე მეწყვილე და ერთად დაარწმუნებთ მთელ სამყაროს”, „ილაპარაკე რენდომად”- „ედვერთაიზერებმა”.

Sova.News – რუსულენოვანი ონლაინ გამოცემა ქართულ მედიაბაზარზე

პრემიერა: BREATHDUB – Modulations