in

ახალ სპრეის საჭმლის დეზინფექციისთვის გამოიყენებენ

პანდემიის შემდეგ ბევრი ჩვენგანი უფრო ფრთხილი გახდა დეზინფექციისა და უსაფრთხოების მიმართ. და, რა თქმა უნდა, სისუფთავის პროტოკოლები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკვებთან მიმართებითაა. ამის გათვალისწინებით, მეცნიერებმა შექმნეს სპრეი, რომელიც მიკროგელის მარცვლებში აღმოჩენილ ვირუსებს საკვებში ნაპოვნი ნებისმიერი ბაქტერიის გასანადგურებლად იყენებს.

M2
M2

ეს ახალი ინოვაცია კანადის მაკმასტერის უნივერსიტეტის მეცნიერებს ეკუთვნით. მათ „ბაქტერიოფაგების“ სახელით ცნობილი ვირუსები გამოიყენეს, რომლებიც ბაქტერიებს სრულად „კლავს“, ადამიანებისთვის კი სრულიად უვნებელია. რაც მთავარია, იმის ნაცვლად, რომ ყველა სახის (კარგი და ცუდი) ბაქტერიები გაენადგურებინა, ეს სპრეი სპეციფიკურ ტიპებს ეხება — შესაბამისად, ორგანიზმისთვის კარგი და საჭირო ბაქტერიები ხელუხლებელი რჩება.

ამასთან, იმისათვის, რომ სპრეი ეფქტური ყოფილიყო, მკვლევართა ჯგუფმა კონკრეტული ვირუსების ერთმანეთთან დაკავშირებას და მიკროსკოპული ჯაჭვის წარმოქმნის გზებზე იმუშავა. „ისინი ერთმანეთს ისე ერგება, როგორც LEGO-ს ნაწილები. ეს ორგანიზებული, ბუნებრივი სტრუქტურა საკვებს გაცილების უსაფრთხოს ხდის“, — განმარტა ზეინაბ ჰოსეინიდუსტმა, კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა.

მკვლევართა ჯგუფს მიაჩნია, რომ სპრეის პერსპექტიული პოტენციალი აქვს კომერციული გამოყენებისთვის — განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მან უკვე მიიღო აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ნებართვა. თავის მხრივ, ეს ადასტურებს, რომ პროდუქტი ეფექტურია სალათსა და ხორცში E.coli-ს აღმოსაფხვრელად.

სამომავლოდ, შესაძლოა, სპრეი საკვებით მოწამვლის სხვა გავრცელებულ მიზეზებთან გამკლავებაზეც იყოს მორგებული. თანაც, მისი გამოყენება არა მხოლოდ საკვების დასამუშავებლად ან შესაფუთად შეიძლება, არამედ მეცნიერები ვარაუდობენ, რომ სარწყავი წყლის დასამუშავებლადაც მიზანშეწონილია.

როგორ უშლის ხელს პლასტმასა და პოლიეთილენი ეკომეგობრული გარემოს შექმნას

Text’nPayMe — სტარტაპი, რომელიც საბანკო გადახდებს ამარტივებს