in

Sprimo – მოწყობილობა, რომელიც ჰაერის სისუფთავის მონიტორინგში დაგეხმარებათ

პერსონალური გაჯეტი თქვენს სმარტფონს დაუკავშირდება

ჰაერის ხარისხის მონიტორინგი პანდემიური გამოცდილების შემდეგ გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს – ყველანი ვცდილობთ, ჩვენი რესპირატორული სისტემა გავაძლიეროთ. ამასთან, შეუძლებელია ჰაერის გამწმენდი ყველგან ვატაროთ და ამ შემთხვევაში როგორ შევძლებთ გავიგოთ, რამდენად უსაფრთხო ჰაერია ჩვენს ირგვლივ? სწორედ ამ პრობლემის საპასუხოდ შექმნა Sprimo-მ ბრელოკის ზომის პერსონალური ჰაერის მაკონტროლებელი, რომელიც სმარტფონს უერთდება და მომხმარებელს რეალურ დროში აწვდის ჩასუნთქული ჰაერის შესახებ ინფორმაციას.

Liffit
Liffit

ეს კომპაქტური გაჯეტი აპლიკაციასთან სინთეზში მუშაობს – მოწყობილობა შეგროვებულ მონაცემებს პროგრამას აწვდის და მომხმარებელი შესაბამის შედეგს ელვისებური სისწრაფით იღებს. თავდაპირველად, აპლიკაცია სვამს კითხვას – გარეთ იმყოფება გაჯეტის მფლობელი თუ დახურულ სივრცეში? პროგრამის დიზაინიც საკმაოდ მარტივი და მოსახერხებელია – მწვანე ფერი სუფთა ჰაერზე მიანიშნებს, წითელი კი მავნე ნაწილაკების არსებობის მანიშნებელია. ამგვარად გაიგებთ, რამდენად უსაფრთხოა გარემო, რომელშიც თუნდაც ყოველდღიურად გიწევთ ყოფნა.

ამასთანავე, მოწყობილობა აკონტროლებს საღებავების ტოქსიკურ სუნს და ყოველგვარ ქიმიკატს, რათა დარწმუნდეს, რომ სრულიად ჯანსაღ ჰაერს სუნთქავთ.

განახლებული Mymarket-ის 7 საშენო ფუნქციონალი

ნახეთ: იაპონელი ხელოვანის მიერ შექმნილი ხის საოცარი სკულპტურები