in

Apple-ის ღონისძიება Spring Loaded დღეს გაიმართება – როგორ ვუყუროთ პირდაპირ ეთერს?

კომპანია განახლებულ, M1 პროცესორზე მომუშავე iPad Pro-სა და AirTag-ებს წარადგენს

veon
veon

ყოველთვის, როდესაც Apple ღონისძიების გამართვას გადაწყვეტს, ყველამ ვიცით, რომ რამდენიმე ახალ საინტერესო პროდუქტს ვიხილავთ. შეგიძლიათ, მოლოდინი გაამძაფროთ, რადგან კომპანია წლის პირველ ღონისძიება Spring Loaded-ს დღეს გამართავს!

პირდაპირ ეთერს შეგიძლიათ, ოფიციალურ იუთუბ-არხზე უყუროთ, ჩვენი დროით 21:00 საათზე. ონლაინ ღონისძიებაზე “ეფლი” განახლებულ, M1 პროცესორზე მომუშავე iPad Pro-სა და AirTag-ებს წარადგენს. დიახ, ეს უკანასკნელი სწორედ ისაა, რასაც უკვე წლებია ველოდებით…

როგორც ცნობილია, M1 პროცესორზე მომუშავე iPad Pro-ს დიზაინი მკვეთრად შეცვლილი არ იქნება, ძირითადი ყურადღება მის ტექნიკურ განახლებას ეთმობა. გარდა ახალი პროცესორისა, მას სავარაუდოდ, MiniLed ეკრანიც ექნება, რაც საგრძნობლად გააუმჯობესებს აიპადის სიკაშკაშესა და ხედვის კუთხეს. ასევე, მოწყობილობას აღჭურვილი იქნება Thunderbolt  და USB-C პორტებით.

გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ღონისძიებაზე განახლებულ iMac-საც ვიხილავთ, თუმცა ამას ოფიციალური პირები არ ადასტურებენ.

ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ, კონკრეტულად რა სიურპრიზებით წარდგება Apple მომხმარებელთა წინაშე.

ქართული კომპანია Noxtton და ამერიკული სააგენტო Vision Millennium პარტნიორები გახდნენ

Google იაპონური ანიმაციების პერსონაჟებს დამატებითი რეალობის დახმარებით აცოცხლებს