2025 წლის დიზაინის ტრენდებში უკვე ვნახეთ, რომ მდგრადობა მთავარ თემად იქცევა და სწორედ ამას პასუხობს Prompt Design-ის შეფუთვაც Sprinkle-ის წყლის ბრენდისთვის. გადაწყვიტეს, თავიანთი ამბავი იმასთან დაეკავშირებინათ, რაც დღეს მსოფლიოში ხდება და გლობალურ დათბობაზე ბოთლის დიზაინით დაიწყეს საუბარი.
REDESIGN TO REDUCE-ის კონცეფციით მინიმუმამდე დაიყვანეს დიზაინში გამოყენებული მასალები და მხოლოდ ის დატოვეს, რაც აუცილებელი იყო. არქტიკული ყინულის დნობის ცოცხალი ილუსტრაციაც შემოგვთავაზეს, რათა კლიმატის ცვლილების საკითხს შეხებოდნენ. კონცეფცია კი ბოთლის ზედაპირის დიზაინზე სამი განსხვავებული სცენარით ცოცხლდება:
პირველი — კრისტალივით გამჭვირვალე ბოთლს არქტიკული ყინულის კედელი აქვს, რაც ხელუხლებელი დედამიწის სიმბოლოს წარმოადგენს.
მეორე — ბოთლი მდნარი ყინულის იმიტაციით კლიმატური ცვლილების შემაშფოთებელ გავლენას გვაჩვენებს.
მესამე — ბოთლი, რომელშიც ყინული თითქმის გამქრალია და მხოლოდ ერთ ნატეხს გვიტოვებს, ხაზს უსვამს იმ მძიმე შედეგებზე, რომელთა წინაშეც დავდგებით, თუ არ ვიმოქმედებთ.
ამის პარალელურად ვიგებთ, რომ 2024 წელი ყველაზე ცხელ პერიოდად დასახელდა კაცობრიობის ისტორიაში, რითაც Sprinkle-ის წყლის ბოთლის დიზაინი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. ასე მომხმარებლებს გლობალურ დათბობასთან ბრძოლის გადაუდებელ საჭიროებაზე ესაუბრებიან…