in ,

Sprite-ის განახლებული ლოგო და მასშტაბური სარეკლამო კამპანია

მარკეტინგის ისტორიაში პირველად, Coca-Cola ერთიან გლობალურ სარეკლამო კამპანიას წამოიწყებს Sprite-ისთვის. ამისთვის კი ახალ ლოგოს და სლოგანს გამოიყენებს — “Heat Happens”.

The Drum-ის თანახმად, მარკეტინგული ინიციატივის დებიუტი მიმდინარე თვეში შეერთებულ შტატებსა და ინდოეთში ჩაეშვება. ალბათ, ეს ყველაზე შესაფერისი დროა ახალი ინიციატივის წამოსაწყებად… ახლა ხომ ძალიან ცხელა და გამაგრილებელი სასმელი ყველაზე სასურველი პროდუქტია.

Sprite-ის ქილებსა და ბოთლებზე უფრო მინიმალისტური ლოგო გამოჩნდება, ვერტიკალური ტიპოგრაფიით, რათა ის უფრო ადვილად იკითხებოდეს. რაც შეეხება, სლოგანს, ბრენდი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ Gen Z მომხმარებლები ცხოვრობენ პლანეტაზე, რომელიც „უფრო ცხელია, ვიდრე ოდესმე“.

გარდა ამისა, ბრენდი მდგრადობას მეტ ყურადღებას უთმობს და თავის საკულტო მწვანე ბოთლებს ეტაპობრივად ანაცვლებს გამჭვირვალე ვერსიით, რომლის გადამუშავებაც გაცილებით ადვილია. თანაც, ამ ბოთლებს თავად მოჰყვება შესაბამისი შეტყობინება: „გადამამუშავე“. 

ახალი იმიჯის პოპულარიზაციისთვის, Sprite-მა რამდენიმე სახალისო რეკლამაც გამოუშვა — თითოეული მათგანი, თავისი ნარატივით და ვიზუალური მხარით, Gen Z-ის მომხმარებლებისთვის არის განკუთვნილი. ერთ-ერთში ვხედავთ გაბრაზებულ დას, რომელიც თავისი ძმის მუსიკალური საკრავის სიბრაზით გატეხვისგან თავის ასაცილებლად, სპრაიტს სვამს და მშვიდდება.

აი, როგორ მუშაობს IT ხარისხის მართვის ინჟინერი

LEGO-ს კამპანია ამტკიცებს, რომ თამაში ყველგან შეიძლება