24
Jun
2019

“სპრაიტი” მარკეტინგულ ჰიპ-ჰოპ სტრატეგიას ცვლის

24 Jun 2019

Elit Electronics
Elit Electronics


“სპრაიტის” მარკეტინგულ სტრატეგიაში სიახლეა. მისი კამპანია “დაუჯერე წყურვილს” 1994 წელს გამოჩნდა. ახლა კი, კონცეფციის ცვლილების შედეგად, შეიცვალა კამპანიის სახელიც – Thirst for Yours”. თუმცა, სიახლე მხოლოდ ახალ ტექსტებში არაა. ახალი მარკეტინგის თანახმად, გაიზრდება ჰიპ-ჰოპის როლი, გაცდება მუსიკის სფეროს და მოიცავს მოდას, დიზაინსა და სხვა სფეროებს.

ჰიპ-ჰოპი ბრენდის ქვეკატეგორია და თითქმის, ნიშაც კი იყო. ახლა კი, ის “სპრაიტის” კულტურის განუყოფელ ნაწილად იქცა. კამპანია, რომელიც ახალი სტრატეგიის მიხედვით მომზადდა, სააგენტომ Wieden&Kennedy New York შექმნა. კამპანიაში მონაწილეობას იღებენ დამწყები რეპერი კოდი შეინი და დამწყები მოდელიერი სეთ გისკომბი. რეკლამაში შეინი ეწინააღმდეგება რეპერის იარლიყს და ურჩევნია “თაობათა განმსაზღვრელი შემოქმედი” უწოდონ. ერთ-ერთ სცენაში ის ვიდეოთამაშის პერსონაჟადაც კი იქცევა, რაც შეინის ამბიციების მრავალფეროვნებაზე საუბრობს.

ამ კამპანიით, “სპრაიტს” სურს ღირსეული წვლილი შეიტანოს უცნობი ტალანტების აღმოჩენაში. პროგრამა, სახელწოდებით “Sprite Way” სწორედ ამას ეძღვნება და მოიცავს Spotify-ის ფლეილისტსაც, სადაც შევიდა ფანების რეკომენდაციებით შერჩეული შემსრულებლების 20 ტრეკი. პროგრამა, ასევე, მოიცავს პოდკასტების სერიას და ორიენტირებულია სხვა სფეროებზეც, მათ შორის, სპორტსა და სოციალურ ქსელებზე.

ბრენდი წინ მიდის, “სპრაიტის” გაყიდვები, მხოლოდ გასულ წელს, 3%-ით გაიზარდა აშშ-ში. ჩნდება კითხვა, ზრდის პირობებში, რატომ შეცვალა ბრენდმა მარკეტინგული სტრატეგია? “სპრაიტის” წარმომადგენლები თვლიან, რომ ეს კომპანიის ზრდის ასწრაფების ალტერნატიული გზაა.

განხილვა