in ,

Sprite-ს მწვანე ბოთლებში აღარ ჩამოასხამენ

მიზეზი გარემოზე ზრუნვაა…

veon
veon

60 წელზე მეტი ხნის განმავლობაში Sprite-ის გამაგრილებელი სასმელი მწვანე ბოთლებში იყო ჩამოსხმული, მაგრამ ახლა ეს ერა მთავრდება… 1 აგვისტოდან Coca-Cola Co., რომელიც Sprite-ს აწარმოებს, ლიმონისა და ლაიმის სასმელს გამჭვირვალე პლასტმასის ბოთლებში აწარმოებს. ამგვარად კი, ბოთლების გადამუშავებას უფრო მეტჯერ შეძლებენ.

კომპანიის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანიც სწორედ ესაა, რომ გადამუშავებული პლასტმასის გამოყენების მაჩვენებელი გაზარდოს. 

ბოთლებიდან ფერის ამოღება, გადამუშავებადი მასალის ხარისხს ზრდის, — აცხადებს ჯულიან ოჩოა, R3CYCLE-ის აღმასრულებელი დირექტორი. 

მართალია, მწვანე ბოთლებიც გადამუშავებადი იყო, მაგრამ პროცესი თეთრ ბოთლებთან შედარებით, მეტად რთული გახლდათ — მას ძირითადად ტანსაცმელსა და ხალიჩებთან ერთად ამუშავებდნენ. 

თუმცა გარემოსდაცვითი ორგანიზაციები ამბობენ, რომ Sprite-ის ბოთლების პრობლემა ფერი კი არა, მისი ერთჯერადი პლასტმასის მასალაა. მსგავს ქმედებებს კი Coca-Cola-ს კარგი მარკეტინგის ნაწილად უფრო თვლიან, ვიდრე გარემოს დაცვის მცდელობად… 

საინტერესოა ისიც, რომ კოკა-კოლა ყოველწლიურად 1 მილიარდ პლასტმასის ბოთლს აწარმოებს, რაც, თავის მხრივ, პოლიეთილენ ტერეფტალატისგან (PET) მზადდება. ეს მასალა მსუბუქი, საკვებისთვის უსაფრთხო და გადამუშავებადია, მაგრამ სხვა პლასტმასების მსგავსად, მის გადამუშავებასაც ასობით წელი სჭირდება. 

ამასთან, Coca-Cola-მ მდგრადი მომავლისთვის დაპირებებიც გასცა — შეფუთვების 90% გადამუშავებადი უნდა იყოს, რაც 100%-იან მაჩვენებელს 2025 წლისთვის მიაღწევს. 

ბუბა რადიანის 7 რჩეული შრიფტი

Audi RS e-tron GT – ტყვიასავით სწრაფი ელექტრომობილი