2
Apr
2019

მოწყობილობა, რომელიც ფარული კამერების აღმოჩენაში დაგეხმარებათ

2 Apr 2019

veon
veon


Alta
Alta


თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი დიდი გამოწვევა პერსონალური ინფორმაციის დაცვაა. რომ არაფერი ვთქვათ კიბერსივრცეზე, არასდროს იცით, ვინ, სად და როდის შეიძლება დაგაკვირდეთ ფარული კამერის მეშვეობით, მათ შორის, სასტუმროში, სადაც დარჩებით, რესტორნის საპირფარეშოში, ან სამუშაო ადგილზე. სწორედ ამ პრობლემისგან მომხმარებლის დაცვას ცდილობდა კომპანია KJB Security, როდესაც SpyFinder Pro შექმნა. მოწყობილობას შეუძლია თქვენ გარშემო არსებული ფარული კამერების აღმოჩენაში დაგეხმაროთ. ამისათვის, ის ექვს LED ნათურას იყენებს და განახებთ თვალით უხილავი, პატარა ფარული კამერების ობიექტივს. მოწყობილობის შეძენა Amazon-ზეც შეგიძლიათ.

განხილვა