თუ ხარ ტექნოლოგიური სტარტაპი, ეძებ მუდმივი განვითარების შესაძლებლობას, გსურს საკუთარი იდეები რეალობად აქციო და შენი ინოვაციური, ტექნოლოგიური ბიზნესი გლობალური ინვესტორების ქსელს გააცნო – მაშინ, ეს შესაძლებლობა შენთვისაა.
500 Georgia-ს აქსელერაციის მეხუთე ნაკადზე რეგისტრაცია გრძელდება. ამისათვის კი საჭიროა რეგისტრაცია 20 აგვისტომდე, ამ ბმულზე გაიარო.
საქართველოს ბანკთან და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან პარტნიორობით, სილიკონის ველზე დაფუძნებული ვენჩურული საინვესტიციო კომპანია 500 Global-ი სტარტაპერებს უკვე მეხუთედ აძლევს შესაძლებლობას, მონაწილეობა მიიღონ თბილისში გამართულ 500 Georgia-ს სტარტაპების აქსელერაციის პროგრამაში. გაეცნონ 500 Global-ის საინვესტიციო ექსპერტიზას, მიიღონ ცოდნა საერთაშორისო პარტნიორებისგან, ექსპერტებთან ერთად იმუშაონ საკუთარი ბიზნესის განვითარებისა და დაფინანსების მოპოვების სტრატეგიებზე.
500 Georgia ქმნის შესაძლებლობებს
იმისთვის რომ უფრო კარგად გაგაცნოთ თუ რა შესაძლებლობებს ქმნის ეს პროგრამა, გვინდა Squares-ის გამოცდილება გაგაცნოთ.
Squares – მა 500 Georgia-ს სამთვიანი ინტენსიური აქსელერაციის პროგრამა გაიარა, რომლის შემდეგაც Squares-ის დამფუძნებელმა, კასიმ გაბილგალიმ 500 Georgia-ს შემაჯამებელ ღონისძიებაზე – Demo Day-ზე ინვესტორებს საკუტარი სტარტაპი წარუდგინა. მალევე, მან ამ ინოვაციური კომპანიის გაფართოებაც დააანონსა. სულ ცოტა ხანში Squares-მა კავკასიის რეგიონის ათვისება საქართველოდან დაიწყო და მომხმარებელს საკუთარ სერვისს ბათუმსა და თბილისში სთავაზობს.
Squares-ის დამფუძნებლები, დანილი და კასიმი ჯერ კიდევ თინეიჯერები იყვნენ, როცა ერთად პირველი კომპანია შექმნეს, ახლა კი საკუთარ გამოცდილებასა და ენთუზიაზმს Square-ს ახმარენ. თანაც, საკმაოდ შედეგიანად – სტარტაპმა Forbes-ის ყურადღება დაიმსახურა და 500 Georgia-ს აქსელერაციის პროგრამაშიც მოხვდა.
Square-ის გუნდმა უკვე მიიღო გაკვეთილები 500 Georgia-ს გამოცდილი მენტორებისგან, დაამყარა კავშირები ინვესტორებთან და მზადაა ქართველ მომხმარებელთან შესახვედრად.
რა არის Squares?
Squares ყაზახური სტარტაპია, რომელიც სასურველი სივრცის მოძებნაში გეხმარება. პლატფორმა უძრავი ქონების მფლობელებსა და მათი დაქირავების მსურველებს ერთმანეთთან აკავშირებს. ონლაინ აპლიკაციის გამოყენებით, 17 ქალაქში შეგიძლია მოძებნო და დაჯავშნო 1500-ზე მეტი ადგილი. მოსახერხებელი ინტერფეისის წყალობით, პროცესი ძალიან მარტივია: შედიხარ Squares-ზე, ირჩევ სასურველ ქალაქს და უთითებ შენთვის საჭირო ფუნქციას. შემდეგ კი ფოტოებისა და ფასის მიხედვით ირჩევ შესაფერის ლოკაციას. Squares-ის დახმარებით, უკვე 8000-მდე ღონისძიება შედგა.
ვისთვისაა Squares?
პლატფორმის შექმნის იდეა დანილ მაცკევიჩს საკუთარი პრობლემის გადაჭრის მცდელობისას გაუჩნდა: მარკეტინგის სფეროში მუშაობისას ხშირად ვერ პოულობდა კლიენტების მომსახურებისთვის საჭირო სივრცეებს. საპასუხოდ, მოიფიქრა Squares – სადაც სამუშაო მულტიფუნქციური სივრცეები, ფოტოსტუდიები და საკონფერენციო დარბაზები ერთად იყრის თავს. მნიშვნელობა არ აქვს, რას საქმიანობ, ფრილანსერი ხარ, ფოტოგრაფი, მარკეტერი თუ უბრალოდ საქმიანი შეხვედრის ჩასატარებლად ეძებ სივრცეს – Squares-ზე შენს ადგილს იპოვი.
აპლიკაციის მომხმარებლები შეიძლება გახდნენ სივრცის მფლობელებიც. როგორც სტარტაპის დამფუძნებლები ამბობენ, მსოფლიო უძრავი ქონების დაახლოებით მესამედი ცარიელი რჩება, ამ პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთი გზა კი თავისუფალი ფართის ფუნქციურად დატვირთვა და მისი გაქირავებაა. ასე რომ, თუ უკვე გაქვს ფართი და მისი ჭკვიანურად გამოყენება გინდა, შეგიძლია ის Squares-ზე განათავსო და საათობრივი გაქირავებით დამატებითი შემოსავალი მიიღო. სტარტაპის პარტნიორებმა, ჩატარებული ღონისძიებებიდან ჯამში უკვე 600 000$-ზე მეტი გამოიმუშავეს.
Squares Pass
იმ მომხმარებლებს, რომლებსაც Squares-ის გამოყენება ხშირად დასჭირდებათ, კომპანია განსაკუთებულ პირობებს – Squares Pass-ს სთავაზობს. Pass-ის მფლობელებს თვიური გადასახადის სანაცვლოდ 200-ზე მეტ ექსკლუზიურ სამუშაო სივრცეზე ექნებათ წვდომა. ეს კი თანამშრომელთა გუნდებსა თუ ფრილანსერებს აძლევს საშუალებას, იმუშაონ კაფეებიდან და სასტუმროს კომფორტული ლობიდან, სწრაფად და მარტივად დაგეგმონ ზუსტად ისეთი ღონისძიება, როგორიც წარმოუდგენიათ. Squares Pass ფასდაკლებებსა და მომხმარებელზე მორგებულ სხვა შეთავაზებებსაც ითვალისწინებს, მის ჩაშვებას სტარტაპი უახლოეს მომავალში გეგმავს.
Squares-ის ისტორია ერთ-ერთი ნათელი მაგალითია იმისა, რომ 500 Georgia-ში მონაწილეობა საინტერესო ბიზნესიდეების რეალურად განხორციელებისა და წარმატების გარანტია.
თუ გსურს, უფრო მეტი გაიგო 500 Georgia-ში მონაწილე სტარტაპების შესახებ, ეწვიე ბმულს.
[R]