27
Nov
2019

ჯუჯღუნა ოსკარი, ნარჩენების არტის მეფე! – Squarespace-ის რეკლამა

27 Nov 2019

Elit Electronics


ოსკარი, უკვე 50 წელია, რაც ნარჩენების შეგროვებითაა დაკავებული. ყველაფერი ჩვეულებრივ მიდიოდა, სანამ ერთმა გამვლელმა ამ ჯუჯღუნა არსებას ნამოქმედარში ხელოვნების შედევრი არ დაინახა. აი, ასე, სრულიად მოულოდნელად, ჯუჯღუნა თოჯინა ინტერნეტ სივრცის, გალერისტებისა და ტელეშოუების ყურადღების ცენტრში მოექცა და თავისი გულწრფელად ბრაზიანი საუბრით ყველა აღაფრთოვანა. ყოველივე ეს Squarespace-ის კამპანიის ნაწილია, რომელიც თავისი ციფრული პლატფორმით, ვებგვერდის მარტივად შექმნის საშუალებას იძლევა. თუკი უფრო მეტი გაინტერესებთ, ოსკარის ხელოვნების შესახებ, აი, ამ ბმულზე იხილავთ.

განხილვა