in

სავარაუდოდ, “კალმარის თამაში” Netflix-ს $900 მილიონიან მოგებას მოუტანს

მისი გადაღება მხოლოდ 21.4 მილიონი დოლარი დაჯდა…

veon
veon

Netflix-ის პოპულარული შოუ Squid Game წარმოუდგენელ წარმატებას აღწევს… კომპანიის შიდა დოკუმენტების კონფიდენციალურ მონაცემებზე დაყრდნობით, Bloomberg-მა ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც შოუ $900 მილიონიან მოგებას მოუტანს ნეტფლიქსს.

ეს რიცხვი გაყიდვებს არ ეხება (კომპანია არ ყიდის კონკრეტულ შოუებს), არამედ უნიკალურ გზას ასახავს იმისა, თუ რამდენი მაყურებელი ჰყავს “კალმარის თამაშს”. მოგებას კიდევ უფრო მეტ შთამბეჭდაობას სძენს ის ფაქტი, რომ მისი გადაღება მხოლოდ 21.4 მილიონი დოლარი დაჯდა. ამასთან, ზოგიერთი რეჟისორის მტკიცებით, სერიალის შეერთებულ შტატებში გადაღება გაცილებით ძვირი დაჯდებოდა – დაახლოებით, 5-10-ჯერ მეტი.

გარდა ამისა, ანგარიში მოიცავს ისეთ დეტალებს, როგორიცაა რამდენმა ადამიანმა უყურა შოუს მინიმუმ ორი წუთის განმავლობაში, რამდენი ადამიანი უყურებს მას თავიდან ბოლომდე და ა. შ. მაგალითად, ნეტფლიქსის შეფასებით, იმ მაყურებელთა 89%-მა, ვინც კალმარის თამაშის ყურება დაიწყო, მინიმუმ 75 წუთს მაინც უყურა. ეს კი ერთზე მეტ ეპიზოდს ნიშნავს. ხოლო პირველი 23 დღის განმავლობაში სერიალს 87 მილიონი ადამიანი უყურებდა. საერთო ჯამში, მაყურებლებმა 1.4 მილიარდ საათზე მეტი გაატარეს Squid Game-ის ყურებაში…

ეს მონაცემები კიდევ უფრო მეტად აძლიერებს Netflix-ის “მადას”, რათა საერთაშორისო შოუები შექმნას. თუმცა კომპანია ნამდვილად არ არის ბედნიერი იმით, რომ Bloomberg-მა მისი შიდა მონაცემები გამოაქვეყნა.

ბავშვთა კვების შვეიცარიული ბრენდი Holle უკვე საქართველოშია

მიეცი ხმა და მოხატე სტადიონი შენს უბანში!