in

SQUISH BRA – ნაჭრის, არასტანდარტული ბიუსტჰალტერების ქართული სტარტაპი

Startauperi
Startauperi

SQUISH BRA მომხმარებელს ნაჭრის, არასტანდარტული ბიუსტჰალტერების (ბრალეტებს) სთავაზობს. სტარტაპის ერთ-ერთი დამფუძნებლის ლილე მოსეშვილის თქმით, თავდაპირველად, ნაჭრის ბრალეტები პირადი მოხმარებისთვის შეკერეს, შემდეგ კი გადაწყვიტეს, ბიზნესად ექციათ.

ილე მოსეშვილი: SQUISH BRA ორი მეგობრის, ლილეს და გვანცას, მცირე კაპიტალით დაწყებული სტარტაპია. ეს საქმიანობა ორივესათვის ახალია და კერვაც პროდუქციის შექმნის პროცესში ვისწავლეთ. ყოველთვის ძალიან მოგვწონდა ნაჭრის, არასტანდარტული ბრალეტები. თავიდან მხოლოდ პირადი მოხმარებისთვის შევიკერეთ და იმდენად ლამაზი და კომფორტული გამოვიდა, გადავწყვიტეთ ჯერ მეგობრებისთვის, შემდეგ კი მომხმარებლისთვისაც გაგვეზიარებინა, რადგან, მსგავსი პროდუქტი ქართულ ბაზარზე არ არსებობდა. 

M: კონკრეტულად რას სთავაზობთ მომხმარებლებს?

ბრალეტებს, რომლებიც საშუალებას იძლევა, გამოხატო შენი შინაგანი განწყობა და გამოიყენო, ის არა მხოლოდ ყოველდღიური მოხმარებისათვის, არამედ როგორც აქსესუარი. თითოეული ბრალეტი იწვევს მხოლოდ შენთვის სასურველ ასოციაციას. არც სახელს და არც ლოგოს კონცეპტუალური დატვირთვა არ აქვს და ორივე შერჩეულია ფორმისა და ჟღერადობის მიხედვით, რომელიც მთლიანობაში ბრენდის ინდივიდუალურ იმიჯს ქმნის.

M: ვისთვის არის SQUISH BRA?

SQUISH BRA განკუთვნილია ყველასთვის, ვისაც უნდა, რომ გამორჩეულად გამოიყურებოდეს.

M: ამ ბაზარზე არის კონკურენცია. ხელნაკეთ ბიუსტჰალტერებს სხვა კომპანიებიც სთავაზობენ მომხმარებელს.  რა არის SQUISH BRA-ს უპირატესობა?

SQUISH BRA-ს უპირატესობა მისი გამორჩეული ვიზუალი და კომფორტულობაა.

M: მოთხოვნა არის თქვენს პროდუქციაზე? 

ჩვენი პროდუქციის მიმართ დაინტერესება იმაზე დიდი აღმოჩნდა, ვიდრე ჩვენ ვვარაუდობდით.

M: ანუ, როგორც ბიზნესი წარუმატებელი არ აღმოჩნდა . . .

დაინტერესება და გამოხმაურება საკმაოდ დიდია და მიგვაჩნია, რომ იდეამ გაამართლა.

M: რაც შეეხება სამომავლო გეგმებს?

სამომავლოდ ვგეგმავთ, უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი პროდუქციის შექმნას. მომხმარებელს შევთავაზებთ სხვადასხვა თემატიკის ახალ კოლექციებს.

40 მლნ სიმღერა შენს ხელში! – Apple-ის თავბრუდამხვევი ვიდეორგოლი კიევის რკინიგზის სადგურში

„ყოველდღიურად, 3000-ზე მეტ მომხმარებელს ვემსახურებით” – რა შეიცვალა menu.ge-ში Foodpanda-ს მიერთების შემდეგ