ბრიტანელმა მკვლევრებმა პირველი ე. წ. ჭკვიანი ქსოვილი შექმნეს, რომელსაც ფორმისა და ფერის შეცვლა ორი სტიმულის, სითბოსა და ელექტროენერგიის საპასუხოდ შეუძლია. ეს კი ახალ შესაძლებლობებს ხსნის მრავალ სფეროში, რომელთა შორისაც ვირტუალური რეალობა და რობოტიკაა…
SRM გარე სტიმულის არსებობასა თუ ცვლილებაზე რეაგირებს, იქნება ეს სინათლე, ტემპერატურა, მაგნიტური ველი თუ ელექტროენერგია. ამ სტიმულების საპასუხოდ, მისი ფორმა, მოლეკულები თუ მექანიკური თვისებებიც იცვლება. თუმცა იმისათვის, რომ SRM ეფექტური ნაწილი გახდეს ისეთი ჭკვიანი სისტემების, როგორებიცაა კამუფლაჟი, ბიონიკა და სენსორები, მრავალ სტიმულზე რეაგირება უნდა შეეძლოს.
ახალი „ჭკვიანი“ ქსოვილის შექმნით კი, მკვლევრები სწორედ ამას გვთავაზობენ — ქსოვილი PET-ის, TMC-ისა და უჟანგავი ფოლადის ბოჭკოების ძაფებით მოქსოვეს. ეს უკანასკნელი მას ელექტრულ თვისებებს ანიჭებდა, როცა PET ფორმაზე იყო პასუხისმგებელი. შედეგად, ქსოვილი ძლიერი, მოქნილი და რბილია, ჩვეულებრივი ქსოვილის მსგავსად, რომელიც მოხრისას არ ფუჭდება.
მასალის გასაცხელებლად თმის საშრობი გამოიყენეს — როცა ტემპერატურა 20 გრადუსიდან 60-მდე გაიზარდა, იასამნისფერი ცისფერი გახდა. ტემპერატურის დაწევის შემდეგ კი საწყის ფერს დაუბრუნდა. ხოლო, როცა იგი ელექტროობის გამოყენებით გაათბეს, კვლავ ცისფერი გახდა და ფორმაც შეიცვალა. მიღებული ქსოვილი დაბალ ვოლტზეც კი გამოცადეს, კონკრეტულად 5 ვოლტი 20 წამში, რამაც მკვლევრებს აჩვენა, რომ მისი გამოყენება უფრო პატარა პორტატიულ მასალებშიცაა შესაძლებელი, იქნება ეს ბიოსამედიცინო მოწყობილობები თუ გარემოსდაცვითი სენსორები.
„გარე სტიმულების შეგრძნებისა და მათზე რეაგირების უნარით კონცეფცია ამტკიცებს, რომ ჩვენს ახალ მასალას შეუძლია, იურთიერთოს გარემოსთან, რათა დააკვირდეს ეკოსისტემებს მათი დაზიანების გარეშე. როგორც მხოლოდ ტარებადი მოწყობილობა, მას უსასრულო პოტენციალი აქვს AI-ში, რობოტიკასა და ვირტუალური რეალობის თამაშებსა თუ გამოცდილებებში. წარმოიდგინეთ, როგორ გაუმჯობესდება თქვენი გამოცდილება ვირტუალურ სამყაროში სითბო ან რაიმე ფიზიკური ცვლილება რომ იგრძნოთ“, — აცხადებს მილად კამკარი, კვლევის თანაავტორი.












