ახალი წელი 31 დეკემბრის ღამეს კი დგება, მაგრამ დღესასწაულის აღნიშვნას დიდი ხნით ადრე ვიწყებთ.
ერთია ინდივიდუალურად შექმნილი განწყობა თუ მოლოდინი და მეორეა ისეთი კომპანიების უდიდესი როლი, რომლებიც განსაკუთრებით ზრუნავენ მომხმარებლებზე. ასე ვთქვათ, ჩვენს განებივრებას არ ერიდებიან სხვადასხვა ჯადოსნური შეთავაზებით…
სწორედ ასეთია Popmart.ge— ონლაინ პლატფორმა, რომელიც ყოველკვირეული შეთავაზების პარალელურად, უპრეცედენტო კამპანიას გვთავაზობს: 13-18 დეკემბრის განმავლობაში პოპმარტის ყოველ მეთხუთმეტე მომხმარებელს, რომელიც პლატფორმაზე ნებისმიერ ნივთს შეიძენს, ჩეკი გაუნულდება!
ზემოთ სიტყვა „ჯადოსნურობა“ შემთხვევით ნამდვილად არ გვიხსენებია, რადგან ახალი წლის პერიოდში ყველაფერი ზუსტად ასეთი მუხტით ივსება; იღბლიანობაც საგრძნობლად იმატებს და ვხვდებით, თურმე ყველაფერი დასაშვები ყოფილა. ის მეთხუთმეტეც იქნებ შენ იყო — სრულად განულებული ჩეკით და იმ ნივთით, რომელიც ყველაზე მეტად გინდა საახალწლოდ.
შესაძლოა, აქვე კითხვაც გაგიჩნდეთ — რატომ ყოველი მეთხუთმეტე და არა, მაგალითად, მეასე, როგორც ზოგადად ხდება ხოლმე? რა თქმა უნდა, ეს რიცხვიც სიმბოლურად შეარჩიეს, ვინაიდან, 15 დეკემბერს Popmart.ge 1 წლის იუბილეს აღნიშნავს.
იმასაც შეგახსენებთ, რომ თუკი ის მეთხუთმეტე თქვენ არ აღმოჩნდებით, ყოველკვირეული შეთავაზებით სარგებლობას მაინც შეძლებთ: კვირაში ერთხელ, ყოველ პარასკევს, 16:00–დან 18:00 საათის შუალედში Popmart.ge-ის ვებგვერდზე ჩნდება მომხმარებლის რჩეული პროდუქტი გრანდიოზული ქეშბექით.
[R]












