in

რა არის აუცილებელი და რა ჯდება სრული სათხილამურო ეკიპირება?!

ზამთრის კურორტებზე უთოვლობის გამო სათხილამურო ეკიპირების შეძენაზე მოთხოვნა სერიოზულად შემცირდა. რიგ შემთხვევებში კი განახევრდა. იკლო ინვენტარის ქირაობის მსურველთა რიცხვმაც.

ზოგადი გაყიდვებით თვლიან, რომ სამთო-სათხილამურო სპორტი საქართველოში ძალიან პოპულარულია და აღჭურვილობაზე მოთხოვნაც არის. შეძენა თბილისში არსებულ სპორტულ მაღაზიებშია შესაძლებელი. ფასები კი ხარისხის და დონეების მიხედვით იზრდება. სრული ეკიპირების ღირებულება, დაახლოებით, 3000 ლარიდან იწყება.

1486880_644198972290721_2118393588_n

“ბუროსპორტის” მენეჯერი თამუნა ნოდია: თხილამურებით სრიალისთვის საჭიროა თხილამური, ჩექმა, ჯოხები, ჩაფხუტი, სათვალე, სათხილამურო შარვალი და ქურთუკი, თერმო თეთრეული (სითბოს ინარჩუნებს), ხელთათმანები. ფასის ზრდა ასევე დამოკიდებულია იმაზე თუ, როგორ სრიალებს ადამიანი.

სამოყვარულო აღჭურვილობა, ცხადია, პროფესიონალურზე ნაკლები ღირს. გარდა ამისა, მნიშვნელობა აქვს გამტარობას. თხილამურის ფასი 700 ლარიდან იწყება, ბატინკის 400 ლარიდან, ქურთუკი/შარვალის 500 ლარიდან, თერმო თეთრეულის ფასი 70, ჩაფხუტის 100 ლარიდან, ხელთათმანის 50 ლარიდან, სათვალის 70 ლარიდან იწყება. საერთოდ, დიდი მოთხოვნაა სამთო-სათხილამურო სპორტის აღჭურვილობაზე, მაგრამ წელს, კურორტებზე უთოვლობის გამო, გაყიდვები განახევრდა.”

389703_402788876408149_2129853993_n

სათხილამურო აღჭურვილობის გაქირავების სერვისი არა აქვთ მაღაზიათა ქსელ “მაგელანში” აქ მხოლოდ შეძენაა შესაძლებელი. მაღაზიის კონსულტანტი მაკა დემეტრაშვილი ამბობს, რომ გაყიდვების რაოდენობა დიდად არ შემცირებულა. რაც შეეხება ფასებს, იზრდება აღჭურვoლობის მახასიათებლების მიხედვით. ზრდასრულების ეკიპირებასთან შედარებით, დაბალი ფასი აქვს ბავშვების ეკიპირებას. “თხილამურების ფასი, საშუალოდ, 1000 ლარია. ქურთუკის 400 ლარი, შარვლის 200 ლარი. ბატინკი მინიმუმ, 500 ლარი, ჩაფხუტი 200 ლარი, ხელთათმანები 100 ლარი, სათვალე 100 ლარი ღირს.

149391_371947439519290_1764114132_n

მაღაზიათა ქსელ “ექსტრიმის” მთავარი ბუღალტერი ლუიზა თავყელიშვილი ამბობს, რომ პროდუქციის ყიდვაზე უფრო დიდი მოთხოვნაა, ვიდრე ქირაობაზე. თუმცა, წელს ორივე შემცირებულია. “შარშანდელ მაჩვენებელს ჩამორჩება საცალო გაყიდვები. ორგანიზაციებისგან კი წელს მეტი შეკვეთები გვაქვს. აღჭურვილობის ფასები ფირმის მიხედვითაა. მათშიც სხვაობა ვიზუალშია. ტექნიკური ხარისხის მიხედვით არ ჩამოუვარდება ერთმანეთს. მაგალითად, ქურთუკის ღირებულება მინიმუმ 300 ლარიდან იწყება, შარვალი 350 ლარიდან. თერმული თეთრეულის ფასი 90 ლარიდან, წინდა 24 ლარიდან, ხელთათმანი 45 ლარიდან, სათვალე 40 ლარიდან, ჩაფხუტი 70 ლარიდან, ფეხსაცმელი 350 ლარიდან იწყება.”

McDonald’s-ის ვებ-გვერდზე ქვეყნების ჩამონათვალიდან „აფხაზეთი“ ამოიღეს

Microsoft-ის პატივისცემა 2013 წლის გმირ ქალებს