in

სს ოპპა უკონტაქტო მომსახურების ხელშეწყობის მიზნით, OPPA.GE-ს გადახდებზე საკომისიოს აუქმებს, თანამშრომლები კი მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადაჰყავს

სს ოპპა, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ყველა სახის ონლაინ გადახდაზე საკომიოს აუქმებს, ხოლო ვირუსის მოსახლეობაში გავრცელების ხელის შესაშლელად, თანამშრომლები ნაწილობრივ დისტანციურ სამუშაოზე გადაჰყავს.

„ჩვენმა კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, მუშაობის ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმზე გადაიყვანოს თანამშრომლების მაქსიმალური რაოდენობა. ვინაიდან კორონა ვირუსი დღეს მთელი მსოფლიოს გამოწვევაა და მისი გავრცელების ხელის შეშლა ყველა ჩვენგანის მორალური, სამოქალაქო და კორპორატიული პასუხისმგებლობაა. გარდა ამისა, უკონტაქტო მომსახურების წასახალისებლად, გადავწყვიტეთ დროებით უარი ვთქვათ ჩვენი ელექტრონული საფულის შემოსავლიანობაზე და oppa.ge-დან განხორციელებულ გადახდებზე საკომისიო გავანულოთ.“

როგორც კომპანიაში აცხადებენ, გადახდებზე 0% საკომისიო სიტუაციის დასტაბილურებამდე შენარჩუნდება, ხოლო მომხმარებლებს გადახდისას მოუწევთ გაითვალისწინონ მხოლოდ ის ტარიფები, რომლებიც შესაძლოა დაუწესდეთ სხვადასხვა ბანკის ბარათით სარგებლობისას.

[R]

Mastercard და Wolt უფასო მიტანის კამპანიას იწყებს

კარანტინში/თვითიზოლაციაში მყოფი პირების ფსიქიკური ჯანმრთელობა – რუსუდან ზაალიშვილი