in

1750 ცხენის ძალის SSC Tuatara Hypercar ახალ რეკორდს ამყარებს – 455.283 კმ/სთ!

ეს მანქანის მეორე “გამოცდა” იყო – პირველად ის 2020 წელს გამოსცადეს, როდესაც 508.73 კმ/სთ განავითარა

veon
veon

2021 წლის დასაწყისში, ფლორიდაში, კენედის კოსმოსურ ცენტრში 1750 ცხენის ძალის SSC Tuatara Hypercar-მა მსოფლიო რეკორდი დაამყარა, როგორც ყველაზე სწრაფმა საწარმოო მანქანამ. ეს მანქანის მეორე “გამოცდა” იყო – პირველად ის 2020 წელს გამოსცადეს, როდესაც 508.73 კმ/სთ განავითარა, თუმცა მოგვიანებით აღნიშნული შედეგი ბევრმა ეჭვქვეშ დააყენა, შესრულების გაზომვისა და მონიტორინგის შეუსაბამობის გამო.

ახლა კი Racelogic USA ადასტურებს რეკორდს 455.283 კმ/სთ სიჩქარით. წინა და ახლანდელ შედეგს შორის განსხვავებას შესაძლოა, რამდენიმე ობიექტური მიზეზი მოეძებნოს – ფლორიდაში გზა გაცილებით პატარა იყო, ვიდრე ნევადაში, სადაც გასულ წელს ჩატარდა ტესტირება, რასაც განსხვავებული აჩქარების სტრატეგია და დამუხრუჭების ნაკლებიდრო სჭირდებოდა. ასევე, მანქანას მისი მფლობელი ლერი კაპლინი მართავდა, ნაცვლად გამოცდილი ბრიტანელი მრბოლელ ოლივერ ვებისა.

GameStop-ის აქციების ფასი მოულოდნელად გაიზარდა

საქართველოს ბანკის ენერგოკრედიტი მზის ელექტროსადგურებისთვის