in

სამოქალაქო ორგანიზაციების როლი კლიმატის ცვლილების პროცესში

საქართველოს კლიმატის პროგრამა

კლიმატის ცვლილება დედამიწის მრავალ თანამედროვე გამოწვევათაგან ერთ-ერთია. ის აისახება ეკოსისტემაზე, ეკონომიკაზე, ადამიანების ჯანმრთელობასა და გარემოს დაცვაზე და ჯერ კიდევ გასული საუკუნიდან იქცევს გარემოს დამცველთა ყურადღებას, დღეისათვის კი საკმაოდ აქტუალური პრობლემაა, რის გამოც საჭიროა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით მრავალი სექტორი იყოს ჩართული და ყველამ ერთად იზრუნოს გადაჭრის გზების მოფიქრებაზე.

ორგანიზაციები, რომლებიც საქართველოში მუშაობენ

ევროკავშირის დაფინანსებით საქართველოში ხორციელდება ოთხწლიანი პროექტი, რომლის ინიციატორიცაა არასამთავრობო ორგანიზაცია CENN.იგი კახეთის რეგიონული განვითარების ფონდთან (KRDF), ასოციაცია ჭიათურელთა კავშირთან (ACU), რაჭა-ლეჩხუმისა დაა ქვემო სვანეთის აგროტურიზმის განვითარების ასოციაციასთან (RLS-ADA) და ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან (YPU) თანამშრომლობს და მიზნად სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას ისახავს, ცდილობს, დანერგოს ახალი ქცევები და უნარები ჯანსაღი გარემოს შესაქმნელად რეგიონებში. გარდა ამისა, ინიციატივა მიზნად ისახავს, რაც შეიძლება მეტი ადამიანი თუ ორგანიზაცია ჩართოს კლიმატის ეროვნული პოლიტიკის შემუშავებასა და ფორმულირებაში.

სამოქმედო პროექტი კლიმატის ცვლილებებისთვის საქართველოში

ამ პროექტმა არაერთი ორგანიზაცია გააერთიანა, რომლებმაც მომართეს ძალები წყლის უსაფრთხოების, კლიმატის ცვლილებისა და სხვა მსგავსი საკითხებისადმი. მათი ძალისხმევა ასევე ფოკუსირებული იყო ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვაზე. პროექტში 50-ამდე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია ჩაერთო, რომლებმაც ხელი შეუწყვეს სახელმწიფო და კერძო სექტორის თანამშრომლობას კლიმატის მდგრადობისა და წყლის უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად. თანამშრომლობა მოიცავდა ეროვნული პლატფორმისა და რეგიონული სამოქმედო ჯგუფების შექმნას კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით ნდობის გასამყარებლად და კოლექტიური მოქმედების წასახალისებლად.

რა აქტივობები განხორციელდა პროექტის ფარგლებში

პროექტმა დიდი გავლენა იქონია ცნობიერების ამაღლებაზე და ამ მიმართულებით ჩაატარა ისეთი კამპანიები, რომელთა საშუალებითაც ინტენსიურად მუშაობდა ახალგაზრდებთან, მედიასთან და ადგილობრივ ორგანიზაციებთან. ინიციატივამ ასევე უზრუნველყო პროექტის მაღალი ხილვადობა, გააზიარა წარმატებული მიდგომები და ტექნიკური შესაძლებლობები. 

პროექტის ნაწილი იყო საგრანტო კონკურსიც, რომელმაც, ორი ეტაპის ფარგლებში, 9000 ევროს გრანტი გადასცა 20 რეგიონულ ორგანიზაციას. თემატური მიმართულებები მოიცავდა: კლიმატის ცვლილების შემსუბუქებას, ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის წყაროების ხელშეწყობას, გვალვის პრევენციის ეკოსისტემის აღდგენას ბუნებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების საშუალებით (NbS), გარემოს დეგრადაციის შემსუბუქებასა და სოფლის მეურნეობას, წყლის უსაფრთხოებას, ცირკულარულ ეკონომიკას და ა.შ. განხორციელებულ პროექტებს შორის არის გარემოსდაცვითი საგანმანათლებლო ცენტრი ველისციხის სკოლაში, სოფელ ალვანში სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემის მოგვარება და სოფელ კასრისწყალის საბავშვო ბაღში მზის პანელების დამონტაჟება.

კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა ინოვაციური და მდგრადი საპროექტო იდეები სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან: გურჯაანი, საგარეჯო და ახმეტა კახეთში; ზესტაფონი, ტყიბული და ჭიათურა იმერეთში; ლანჩხუთი და ოზურგეთი გურიაში; ონი და ამბროლაური რაჭა-ლეჩხუმში.

იმის გათვალისწინებით, რომ ადგილობრივ სსო-ებს ყველაზე კარგად ესმით ლოკალური პრობლემები და შესაძლებლობებსაც ისინი უკეთ ხედავენ, პროგრამამ მათ საშუალება მისცა აერჩიათ თავიანთი პარტნიორები პროექტის განსახორციელებლად.

მთავარი მიღწევები

აღნიშნული ინიციატივის ძირითადი მიღწევა ისაა, რომ მან მრავალი ადამიანი გააერთიანა გარემოს დასაცავად, საგრანტო პროექტების განხორციელების შედეგად, მთლიანობაში სარგებელი მიიღო დაახლოებით 20000 ადამიანმა; გააძლიერა სამოქალაქო ორგანიზაციების როლი და დააინტერესა მეტი ახალგაზრდა. ამ ახალგაზრდების შესახებ ჩვენმა პლატფორმამ რამდენიმე სტატია მოგიმზადათ და შეგიძლიათ, გაეცნოთ (სტატია 1, სტატია 2, სტატია 3, სტატია 4). ამ სტატიებიდანაც კარგად იკითხება ის შედეგები, რომლებიც კლიმატის ცვლილებების შესახებ პროექტმა მოიტანა. მან უზრუნველყო გრძელვადიანი გავლენა და მდგრადი მომავლის პერსპექტივა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს რეგიონებში კლიმატის ცვლილებისა და გარემოს დაცვის კუთხით შეიქმნა ის მტკიცე საფუძველი, რომელიც სამომავლოდ უწყვეტ მოქმედებად გარდაიქმნება.

სტატია შექმნილია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის “საქართველოს კლიმატის პროგრამა” ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს CENN, კახეთის რეგიონული განვითარების ფონდთან (KRDF), ჭიათურელთა კავშირთან (ACU), რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის აგროტურიზმის განვითარების ასოციაციასთან (RLS-ADA) და ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან (YPU) თანამშრომლობით. პროექტის მიზანია 4 სამიზნე რეგიონში – გურია, იმერეთი, კახეთი და რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი,  სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება და ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების ხელშეწყობა წყალსა და ჯანსაღ გარემოზე ხელმისაწვდომობის უფლებებზე აქცენტით.

Extra.ge-სა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერა მცირე ბიზნესს – „სვითბარის” ისტორია

კიდევ ერთი ინოვაციური პროგრამა 4Hospitals-თან ერთად უშვილობის პრევენციისთვის