in

SSPF21 TIKO PASKA – მოკლემეტრაჟიანი ფილმის სახით წარმოდგენილი გაზაფხული/ზაფხულის კოლექცია

ფილმი ორი ასოციალური და მარტოსული მეზობლის ტრაგიკომიკური ცხოვრების გარშემო ვითარდება


ალბათ, მოდის სფეროსგან ყველანი “ტრადიციული” მოდების ჩვენებითა და კოლექციიების წარდგენით ვართ განებივრებული, თუმცა ქართველმა დიზაინერმა, თიკო პაქსაშვილმა, გადაწყვიტა, 2021 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექცია მოკლემეტრაჟიანი ფილმის სახით, JAMPROJECT-თან თანამშრომლობით წარმოედგინა. SSPF21 ორი სეზონის გაერთიანებული კოლექციაა, რომელიც, მსოფლიოში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გაზაფხული-ზაფხულისა და ზამთრის გარდამავალ პერიოდს აერთიანებს.

ფილმის ამბავი ორი ასოციალური და მარტოსული მეზობლის ტრაგიკომიკური ცხოვრების გარშემო ვითარდება. კადრების მონაცვლეობით გადმოცემულია პერსონაჟების შემთხვევითი ან “დაგეგმილად შემთხვევითი” შეხვედრები, სადაც წარმოსახვისა და რეალობის ზღვარი მკაფიოობას კარგავს… “არ გვინოდა შეგვექმნა პროდუქტი, რომელიც ეკუთვნის ერთ კონკრეტულ დარგს, აქვს კონკრეტული დრო, ადგილი და ჰყავს განსაზღვრული აუდიტორია. ჩვენ არ შევხედეთ კოლექციას, როგორც ბრენდის სეზონურ ნამუშევარს და გადავწყვითეთ, მისთვის კონკრეტული ხასიათი შეგვექმნა. ხასიათს კი სჭირდება პერსონაჟი, გარემო, ისტორია და ამ ისტორიის განვითარება” JAMPROJECT.

“SO, WAS IT WORTH IT TO LOSE YOURSELF?” – ეს არის ფილმის ძირითადი იდეა, რაც შთაგონებულია ადამიანების უერთიერთობებით, ერთმანთზე დამოკიდებულებით, ემოციებით, აკვიატებებით, რეალობისა და წარმოსახვის შეჯახებით და ამის ბოლოს – თავის დაკარგვით.

ფილმის მიზანი მიკროსამყაროსა და იმ ატმოსფეროს შექმნა იყო, სადაც კოსტიუმი არა მთავარი, არამედ უბრალოდ, ერთ-ერთი კომპონენტი იქნებოდა. თუმცა ამასთან ერთად, ირიბად გაესვა ხაზი კოლექციის დეტალებს, მის მნიშვნელობას პერსონაჟის შექმნასა დაგანვითარებაში. კინოს ფორმატმა კი დიზაინერსა და რეჟისორებს საშუალება მისცა, კოლექცია სიუჟეტისთვის დაექვემდებარებინათ – იგი ამბის თხრობის სისტემას უნდა მორგებოდა. შესაბამისად, მნიშვნელოვანი იყო, კოსტიუმებს თავისი დრამატურგია ჰქონოდა – დასაწყისი, განვითარება, კულმინაცია.

TIKO PASKA 2012 წელს, თიკო პაქსაშვილის მიერ დაარსდა. მას შემდეგ ბრენდი ყოველწლიურად მუშაობს სეზონურ კოლექციებზე. აღსანიშნავია, რომ თიკო 2013 წელს საეთაშორისო კონკურს BE NEXT-ის მთავარი გამარჯვებული გახდა. თანაც, საკუთარ ბრენდზე მუშაობის პარალელურად ის მოდის სახლ “MATERIEL”- ის კრეატიული ხელმძღვანელიცაა.


 


ნატა წერეთელი Diplomat Georgia-ს მარკეტინგის გუნდის ხელმძღვანელი გახდა

“მათთვის, ვინც პიროვნული განვითარების შემდეგ ეტაპს ეძებს” – LEO ინსტიტუტის სემინარი