in

სანქტ პაული – პირველი საფეხბურთო კლუბი, რომელიც სათამაშო ფორმებს თვითონ შეკერავს

Bank of Georgia
Bank of Georgia

1910 წელს, ჰამბურგის გარეუბანში დაარსებული სპორტული საზოგადოება „სანქტ პაული“, გერმანიაში ერთ-ერთი საინტერესო და თვითმყოფადი სპორტული გაერთიანებაა. ეს საზოგადოება მოიცავს საფეხბურთო, სარაგბო, ბეისბოლის, ხელბურთის კლუბებს, ბოქსისა და ჭადრაკის წრეებს. საფეხბურთო კლუბი, მიუხედავად ქალაქში არსებული ფინანსურად ბევრად უფრო ძლიერი მეორე საფეხბურთო კლუბისა („ჰამბურგი“), უზომოდ პოპულარულია, „გერმანელ მეკობრეებს“ ერთგული გულშემატკივრები, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის საქართველოშიც, ჰყავთ.

კლუბის ცხოვრებასა და ფუნქციონირებაში გულშემატკივრები აქტიურად არიან ჩაბმულები. ყოველი საშინაო მატჩი ნამდვილი ზეიმია. ეს არის დიდი სამეგობრო და ოჯახი, რომელიც კლუბის ირგვლივ ერთიანდება და გუნდს ფინანსურადაც ეხმარება. ერთ-ერთ გამორჩეულ “Matchday Experience-ს“ სწორედ აქ ვხვდებით ხოლმე.

ჰამბურგში პაულის თამაშებზე დასასწრებად ტურისტებიც ხშირად ჩადიან.

კლუბს გააჩნია საკუთარი ფუნდამენტალური პრინციპები, რომლის მიხედვითაც ხდება პოზიცინირება და არსებობა, ყველა სამოქმედო და სამომავლო გეგმის გაწერა. ბორდისა და გულშემატკივრების წლევანდელი გადაწყვეტილებით, „სანქტ-პაული“ მსოფლიოში პირველი კლუბი გახდება, რომელიც უარს ეტყვის ყველა სპორტული ეკიპირების მწარმოებელ კომპანიას და გუნდს თავადვე შემოსავს. აღნიშნული ფაქტი ნამდვილად ინოვაციურია, თუმცა გერმანული კლუბი არც ამას დასჯერდა და აღნიშნული მომსახურების გაწევას სხვა კლუბებსაც სთავაზობს.

მათი აზრით, აღნიშნული ნაბიჯი საგრძნობლად შეამცირებს ეკიპირების ხარჯებს, ამავე პრინციპით შეიმოსებიან მათი ყველა ასაკობრივი და სხვა სექციის კლუბები. თანხების ამ კუთხით დაზოგვა კი შემოსავლებს გაზრდის, რადგან „სანქტ პაული“ მერჩენდინგის კუთხითაც კარგად მუშაობს – წლის განმავლობაში, მაისურების გაყიდვითა და აქედან მიღებული შემოსავლებით, ლიგაში ერთ-ერთი მოწინავე და ლიდერი კლუბია.

WhatsApp-ზე მალე საყიდლების კალათის ფუნქცია გამოჩნდება

თიბისი კონცეპტისა და Visa-ს ერთობლივი პროექტი – „დილის კონცეპტი“