in

ქართული წარმოშობის საერთაშორისო სტარტაპი, „სთექი“ TechCrunch-ის რჩეულია

TechCrunch-ის თქმით, „სტეკი“ ინფორმაციის შეგროვების ახალი ინტერაქტიული, ორგანიზებული შესაძლებლობაა.

TechCrunch ყურადღებას 500 Startups-ის 27-ე დემო დღეზე გვიმახვილებს, რაც ქართველი მკითხველისთვის განსაკუთრებით საინტერესო იმიტომაა, რომ მსოფლიოს მასშტაბით, აქსელერაციის პროგრამაში მონაწილე სტარტაპებიდან ერთ-ერთ ფავორიტად ქართული წარმოშობის Stack-ს ასახელებს.

TechCrunch-ის თქმით, „სტეკი“ ინფორმაციის შეგროვების ახალი შესაძლებლობაა, რომელიც უფრო ინტერაქტიული, ორგანიზებული და ვიზუალურადაც მარტივად აღსაქმელია.

დემო დღეებზე, როგორც წესი, წარმოდგენილია სტარტაპები, რომლებსაც პოტენციალი აქვთ, ტექნოლოგიურ გიგანტებად იქცნენ.

Covid-19-ის ერა, როცა დემო დღეებიც ვირტუალურ რეჟიმში გაიმართა, საუკეთესო შესაძლებლობა აღმოჩნდა ინვესტორებისა თუ ჟურნალისტებისთვის, ფოკუსი სწორედ ისეთ სტარტაპებზე გაეკეთებინათ, რომლებსაც რეალური ცვლილებებისა და კონკრეტული პრობლემების გადაჭრის შესაძლებლობა აქვთ.

შეგახსენებთ, რომ „სთექი“ ქართული წარმოშობის საერთაშორისო სტარტაპია, რომელიც ინტერნეტ ბრაუზერის ქართულ ალტერნატივას ქმნის.

6 ქოუჩი გვიზიარებს საუკეთესო კარიერულ რჩევებს, რომლებიც ცხოვრების განმავლობაში მიიღეს

„ვინ? ვის? რატომ? რანაირად“ – GIPA-ს სტუდენტები VS GIPA-ს ლექტორები