Google-მა ღრუბლოვანი ვიდეოთამაშების სტრიმინგის პლატფორმა Stadia ჯერ კიდევ მარტში დააანონსა. ცნობილი იყო რამდენიმე დეტალი, მათ შორის ის, რომ Stadia-სა და Google Chrome-ის გამოყენებით, ვიდეოთამაში იმ მოწყობილობით შეგეძლებოდათ, რაც ხელთ გექნებოდათ (სმარტფონი, პერსონალური კომპიუტერი, ლეპტოპი თუ ტაბლეტი). თუმცა, არ ვიცოდით, როდიდან იქნებოდა ეს სერვისი ხელმისაწვდომი და კონკრეტულად, რა თამაშების არჩევანს შემოგვთავაზებდა.
გუშინ გამართულ პრეზენტაციაზე ცხადი გახდა, რომ Stadia 2019 წლის ნოემბრიდან, თამაშების 21 მწარმოებელს გააერთიანებს და დასაწყისისთვის, 34 ვიდეოთამაშის არჩევანს შესთავაზებს მსოფლიოს 14 ქვეყანაში მცხოვრებ გეიმერებს. ამ ქვეყნების ჩამონათვალშია – აშშ, დიდი ბრიტანეთი და კანადა, უცნობია, როდიდან გახდება ეს სერვისი ხელმისაწვდომი საქართველოში, თუმცა, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ 2020 წლიდან, როცა Stadia-ს გეოგრაფიული გაფართოება იგეგმება.
რაც შეეხება ფასს, დასაწყისისთვის სტარტერის ნაკრების შესაძენად (რომელშიც კონსოლიც შედის) 130 დოლარი დაგჭირდებათ, ამ ფასში შედის სამთვიანი პრემიუმ სერვისის ღირებულება, შემდეგ კი, ყოველთვიურად 10 დოლარის გადახდა იქნება საჭირო.
ახლა კი, რომელი მწარმოებლების რომელი თამაშები იქნება ხელმისაწვდომი „სტადიაზე“? გთავაზობთ სრულ ჩამონათვალს:
- Dragon Ball Xenoverse 2 (Bandai Namco)
- DOOM Eternal, DOOM 2016, Rage 2, The Elder Scrolls Online, Wolfenstein: Youngblood (Bethesda)
- Destiny 2 (Bungie)
- TBD (Capcom)
- Get Packed [Stadia exclusive] (Coatsink)
- GRID (Codemasters)
- Metro Exodus (Deep Silver)
- Thumper (Drool)
- TBD (Electronic Arts)
- Farming Simulator 19 (Giants Software)
- Baldur’s Gate 3 (Larian Studios)
- Power Rangers: Battle for the Grid (nWay Games)
- TBD (Rockstar Games)
- Football Manager (Sega)
- Samurai Shodown (SNK)
- Final Fantasy XV, Tomb Raider Definitive Edition, Rise of the Tomb Raider, Shadow of the Tomb Raider (Square Enix)
- NBA 2K, Borderlands 3 (2K Games)
- Gylt [Stadia exclusive] (Tequila Works)
- Mortal Kombat 11 (Warner Bros.)
- Darksiders Genesis (THQ)
- Assassin’s Creed Odyssey, Just Dance, Tom Clancy’s Ghost Recon Breakpoint, Tom Clancy’s The Division 2, Trials Rising, The Crew 2 (Ubisoft)