in

2023 წლის საზაფხულო სეზონს ბათუმში ახალი თაობის საკონცერტო სცენა „სთეიჯ-17“ ხსნის

Unkle, Max Cooper, Nikakoi, Kozmana, Hooverphonic, Salio, Kavel, სტეფანე, 4d Monster Lobsters, ნიკა ჩიქოვანი, Kollektiv Turmstrasse, Red Axes, გიო შენგელია, Autumn Tree, Ivan Dorn, არა, Anna Sue, Okean Elzy, Circus Mircus, Loudspeakers — იმ შემსრულებლების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც „სთეიჯ-17-ის“ სცენაზე, „თბილისი ოფენ ეარის“ გუნდთან პარტნიორობით, 15 ივლისიდან 3000-მდე მსმენელს შეხვდებიან; 28-30 ივლისს კი მულტიფუნქციური საღონისძიებო სივრცე რიგით მე-16 შავი ზღვის ჯაზფესტივალს უმასპინძლებს.

კავკასიის რეგიონში „სთეიჯ-17“-ის უპირატესობა კონსიერჟული მომსახურება, უპრეცედენტო ინფრასტრუქტურული დაგეგმარება და ხმის და განათების თანამედროვე სისტემებია — ისეთ საერთაშორისო მარკებთან თანამშრომლობით, როგორიცაა Clair Brothers, DiGiCo, SHURE-ის Axient Digital, Sennheiser.

„სთეიჯ-17“ ვიზიტორებს ცოცხალი წარმოდგენის შეგრძნების სრულიად ახალ გამოცდილებას ჰპირდება:
ნაგებობის არქიტექტურა ყველანაირი ამინდისთვის შესაფერის „ჭკვიან“ სივრცეებს მოიცავს, როგორც დასაჯდომ, ისე საცეკვაო კუთხეებს.

კონსტრუქციის მთლიანი იატაკი სასცენო პოდიუმის მასალითაა კონსტრუირებული, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს სცენასთან სიახლოვის შეგრძნებას; სადღესასწაულო განწყობის ამაღლებას კი ვიზუალური ეფექტების ინოვაციური აპარატურა უზრუნველყოფს — ლაზერული შოუებით და უახლესი მონიტორების ბუნებრივი გამოსახულებებით.

აჩიკო გულედანი, მუსიკოსი, Tbilisi Open Air-ისდამფუძნებელი:

„სთეიჯ-17“-ის, როგორც ბრენდის შექმნა ძალიან მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, ქართული მუსიკალური ინდუსტრიისთვის და, მეორე მხრივ, ზოგადად ქვეყნისთვის. მსგავსი ფორმატის მაღალი ხარისხის ვენიუები ნამდვილად აკლია ჩვენს რეალობას, „სთეიჯ-17“-ის არსებობა კი, როგორც ხარისხით, ისე მოცულობით, საშუალებას გვაძლევს, უმაღლესი დონის საერთაშორისო არტისტებს ვუმასპინძლოთ. ამიტომაც, „თბილისი ოფენ ეარის“ გუნდი მოხარულია, რომ ამ სივრცის გაცოცხლებაში მონაწილეობის საშუალება მოგვეცა.

ჩვენი მხრივ, ვეცადეთ, 15 წლის განმავლობაში დაგროვილი ფესტივალების ორგანიზების გამოცდილება და საერთაშორისო არტისტების ჩვენდამი მაღალი ნდობა გამოგვეყენებინა და ბათუმის 2023 წლის საკურორტო სეზონისთვის მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი შემსრულებლებით დაკომპლექტებული ინტენსიური აფიშა შეგვექმნა. გვჯერა, რომ ეს საკონცერტო სცენა კიდევ ბევრ ცნობილ არტისტს უმასპინძლებს და ზოგადად, დადებითად აისახება ქართული მუსიკალური ინდუსტრიის განვითარებაზე — როდესაც საკონცერტო სივრცის ხარისხი მაღალია, შესაბამისად, მუსიკოსების მოტივაციაც იზრდება, მასზე კიდევ უფრო მაღალი ხარისხის რეპერტუარით წარდგნენ.

გააზრებული გვაქვს, რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი ფორმატის პროექტებში ინვესტირება, რის გამოც დიდი მადლობა მინდა ვუთხრა იმ ადამიანებს,  რომლებმაც „სთეიჯ-17“-ის იდეა რეალობად აქციეს. ჩვენი მხრივ კი გპირდებით, რომ უკვე დაგეგმილი 14 ღონისძიება ვიზიტორებს დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს მიუძღვნის!“

[R]

„წავკისი პანორამა“, მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, ვადაზე ადრე სრულდება

რა უნდა გააკეთოთ, როცა უფროსი ცუდ უკუკავშირს უხეშად გაწვდით?