in

გამოვიდა ლეგენდარული თამაში Stalker 2: Heart of Chornobyl

Stalker 2: Heart of Chornobyl-ს თამაშების მოყვარულები დიდი ხნის განმავლობაში ელოდებოდნენ. ეს „დიდი ხანი” რამდენიმე კვირა ან თვე კი არა, მთელი 12 წელია, რადგან მისი პირველი სერია 2009 წელს გამოვიდა და მას შემდეგ ყველა ელოდებოდა მეორე ნაწილის გამოსვლას, რომელიც 2012-ში უნდა გამოსულიყო, მაგრამ ბევრჯერ შეფერხდა.

bog
bog-mob

საბოლოოდ, გეგმები რუსეთ-უკრაინის ომმა აურია. თამაშის შემქმნელი კომპანია GSC Game World აცხადებს, რომ როდესაც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდგომ განაცხადა, რომ ამ თამაშს რუსეთში არ გაუშვებდა, მათ თავს რუსი ჰაკერები დაესხნენ და Stalker 2-ის შექმნისა და დასრულების პროცესს ხელი შეუშალეს. გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ ვიდეოთამაშის ერთ-ერთი ავტორი, ვოლოდიმირ ეჟოვი მტერთან ბრძოლისას, ბახმუტთან დაიღუპა. აღსანიშნავია, რომ სწორედ მისი გარეგნული პროტოტიპით იყო შექმნილი ამ თამაშის ერთ-ერთი პერსონაჟი ლოკიც.

Stalker 2-ის სიუჟეტი ჩერნობილში ვითარდება. მოთამაშეები, იგივე სტალკერები არიან, რომელთა მისიაცაა გამოიკვლიონ ადგილზე შემხვედრი უცნაური არსებები და დაამარცხონ მონსტრები.

თამაში უკვე ყველა გეიმერისთვის ხელმისაწვდომია როგორც PC-ზე, ისე XBOX-ზე.

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევრობასკეტი 2025-ის შესარჩევი ტურნირის გასვლით თამაშს ფინეთის წინააღმდეგ გამართავს

ღმერთების სასჯელი, დრაკონები და მიწისძვრა — პირველი სეისმოსკოპის შექმნის ამბავი