9
Jan
2019

თქვენს სახელზე გზავნილია! – ილიკო სუხიშვილის მოგზაურობა წარსულსა და აწმყოში

9 Jan 2019

1930-იან წლებში აგებულ ამ შენობაში გამომცემლობა ფუნქციონირებდა, რომელიც საბჭოთა პროპაგანდას ემსახურებოდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, წლების განმავლობაში მიტოვებულმა შენობამ ახალი ფუნქცია შეიძინა. დღეს აქ სასტუმრო “სტამბაა”. ვიდეორგოლი, რომლის მთავარ როლში ილიკო სუხიშვილია, წარსულსა და თანამედროვეობაზე საუბრობს. ამბავი კასეტაზე ჩაწერილი საუბრით იწყება. თითქოს, კასეტის ეს საკრავიც ძველი დროის სიმბოლურ დატვირთვას იძენს. ხმა საუბარს განაგრძობს და მთავარ გმირს ერთად განვლილ გზას ახსენებს.

mBank QR
mBank QR

 

 

ვიდეორგოლი “სტამბამ” AHEAD Global Awards-ზე წარსადგენად შექმნა. AHEAD Global Awards სასტუმრო ინდუსტრიაში მსოფლიო მასშტაბის დაჯილდოებაა. სასტუმრო “სტამბა” უკვე მოხვდა მოკლე სიაში, კატეგორიაში “წლის საუკეთესო კონცეპტი”. “სტამბას”, გამარჯვების მოპოვება, ჟიურის შეფასების გარდა, საჯარო ხმების დაგროვებითაც შეუძლია. ხმის მისაცემად საჭიროა გადავიდეთ ამ ბმულზე და ამოვირჩიოთ სასტუმროები ყველა კატეგორიაში, ან მოვნიშნოთ SKIP CATEGORY. კატეგორიის – The New Concept of the Year, სასტუმროების ჩამონათვალში შესაძლებელია ავირჩიოთ სასტუმრო „სტამბა“.
გვერდის ბოლოს წერილობით აღვნიშნოთ ჩვენი ფავორიტი სასტუმრო და მივუთითოთ ხმის მიმცემის სახელი, გვარი და იმეილი. ასევე მნიშვნელოვანია მოვნიშნოთ I agree to the terms and conditions და ბოლოს დავაჭიროთ ღილაკს “Cast Votes”.

განხილვა