22
Nov
2018

როგორ მართავდა სტენ ლი კრეატიულ ადამიანებს?

22 Nov 2018

სტენ ლი ვერ იტანდა ზარმაც ხელოვანებს. მთელ მსოფლიოში ცნობილი, “მარველის” კომიქსების ავტორი და გამომცემელი, 2018 წლის 12 ნოემბერს, 95 წლის ასაკში გარდაიცვალა. სტენ ლის მიაჩნდა, რომ “ნიჭიერი, მაგრამ ზარმაცი” ადამიანი ყოველთვის ადვილად წააგებს კონკურენციას. ის წუხდა, რომ მისი თანამშრომლები შესაძლოა “საკმარისი” ფულის შოვნით დაკმაყოფილიყვნენ. ამდენად, ის ყოველთვის ზრუნავდა სამუშაო პირობების გაუმჯობესებაზე, მიუხედავად იმისა, რამდენად აზარალებდა ეს კომპანიის ბიუჯეტს. ერთხელ, გამოცემისას სტენმა იმაზე მეტი დახარჯა, ვიდრე ეს გათვალისწინებული იყო და არც შეუწუხებია თავი, ყოველივე ეს მისი ხელმძღვანელისთვის, მარტინ გუდმანისთვის რომ აეხსნა. სტენ ლის ქეისი ჩემი წიგნისთვის “სუპერბოსები” შევისწავლე. HBR-ს ავუხსენი, რომ სუპერბოსი არ არის უბრალოდ კარგი ხელმძღვანელი. ის არ არის დაკავებული მხოლოდ ორგანიზაციის შექმნითა და სამიზნე აუდიტორიის ათვისებით. ის შეისწავლის, განსაზღვრავს თანამშრომლის ნიჭს და მისთვის ქმნის თვითრეალიზაციის ახალ გზებს.

statiebi-bog
statiebi-bog

მუდმივად დაკავებული გყავდეს ტალანტი – ეს მხოლოდ ერთ-ერთი მაგალითია სტენ ლის გაკვეთილებს შორის. მეორე, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ არ შეზღუდო ნიჭიერი ადამიანი, არ იქონიო ცენზურა. ლის უნდოდა, რომ შემოქმედებით ადამიანს ყველა დეტალი ამოეტანა ზედაპირზე. მას ახსოვდა, როგორ შეუსწორა რედაქტორმა სიტყვა, მიიჩნია, რომ სოფლის აუდიტორიისთვის გაუგებარი იქნებოდა. ლიმ იცოდა, რომ ეს ხუმრობას გააფუჭებდა, თუმცა მაინც შეცვალა. როდესაც შემოქმედებით ადამიანს ქირაობთ, აცალეთ, იმუშავოს შემოქმედებითად, ისე, როგორც ის ამას გრძნობს.

ეს სიტყვები სტენ ლიმ რეალურად მაშინ აქცია, როდესაც “ჰალკი” პრაიმ-ტაიმის პოპულარული სატელევიზიო შოუს ნაწილი გახდა. ის გაოცებული იყო, როგორ გარდაქმნა შემოქმედებითმა ჯგუფმა ჰალკი სრულიად ახლებურად. მან აცალა ახალგაზრდებს, გაეკეთებინათ თავიანთი საქმე. ის მიიჩნევდა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, საქმე შემოქმედებითმა ადამიანმა აკეთოს და აკეთოს თავისებურად, ბუნებრივად. ის ტკბებოდა იმით, რომ თანამშრომლებს თავისუფლებას აძლევდა, მათაც კი, ვისაც ტრადიციული ბოსები “მწვანეებს” უწოდებდნენ.

მესამე გაკვეთილი, რაც სტენ ლისგან ვისწავლე: ახსენე ავტორი. ეს ხომ ძალიან მარტივია, თუმცა იშვიათი. სტენ ლიმ სპეციალური გვერდი დაუთმო მათ მოხსენიებას, ვინც მუშაობდა კომიქსებზე. იქამდე ავტორები საერთოდ არ ჩანდნენ. სტენ ლიმ ისინი დღის შუქზე გამოიყვანა. ის ხშირად ახსენებდა თანამშრომლებს თავის ყოველთვიურ გაზეთში. ეს მის თანამშრომლებს მხოლოდ ეხმარებოდა ზრდაში. ეს მხოლოდ თანამშრომლის რეკლამა კი არ იყო, არამედ, კიდევ უფრო ეხმარებოდა მკითხველებს, შეყვარებოდათ კომიქსები და მათი ავტორები. ამგვარად, სტენ ლიმ მკითხველი მისი კომპანიის პროდუქციასთან კიდევ უფრო დააახლოვა.

სტენ ლის მაგალითი გვახსენებს მასშტაბურ აზროვნებას. არ არსებობს საუკეთესო ადამიანების მოტივირების უკეთესი გზა. “ჩვენ ვცდილობთ ავამაღლოთ დონე, გავხადოთ კომიქსები იმდენად რესპექტაბელური, რამდენადაც ეს შესაძლებელია” – თქვა მან ერთხელ. ის გრძნობდა, რომ კომიქსებს შეუძლიათ მნიშვნელოვანი კომენტარები აკეთონ სოციალურ თემებზე, იყონ სატირული, გონივრული… სტენ ლი გრძნობდა, რომ მოვა დღე, როცა ზრდასრულს არ შერცხვება ქუჩაში კომიქსის კითხვა, ის ამისთვის მუშაობდა. სტენ ლი თვლიდა, რომ კომიქსი კოლეჯში უნდა ისწავლებოდეს: “თუკი ადამიანები შეისწავლიან ფილმებს, ტელევიზიას, ოპერას, ბალეტს, კონცერტს, სკულპტურას, მხატვრობასა და სხვა მიმარტულებებს, ასევე უნდა სწავლობდნენ კომიქსებს, რადგან ის დიდ გავლენას ახდენს ადამიანების აზროვნებისა და მოქმედებების ჩამოყალიბებაზე.” ამ იდეამ მიიზიდა ბევრი ხელოვანი მასთან სამუშაოდ.

სტენ ლი არ იყო იდეალური – არც არავინაა. საბოლოო ჯამში, მან კომიქსები პროფესიონალურ ინდუსტრიად აქცია და ათეულობით ადამიანის კარიერულ განვითარებას შეუწყო ხელი. სწორედ ამიტომ უნდა ვუწოდოთ მას “სუპერბოსი”.

წყარო: HBR.org



განხილვა