სტენ სმიტს სპორტის სამყაროში ჩოგბურთელად იცნობენ. თუმცა, ის ხშირად ერევათ ბოტასის სახელწოდებაში. რა გასაკვირია? მათ ერთნაირი სახელები აქვთ. სტენ სმიტის სახელობის ბოტასი Adidas-მა პირველად 60-იან წლებში გამოუშვა. ზოგიერთი წყაროს ცნობით, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კოლაბორაცია, სპორტის ისტორიაში, რადგან ბოტასი ძალიან პოპულარული გახდა. ვიდეორგოლში ჩოგბურთელი თავისი და მისი სახელობის ფეხსაცმლის ამბავს გვიყვება. კამპანიაზე სააგენტო Hypermaker-მა იმუშავა.
ამბავი ორ ლეგენდაზე: ჩოგბურთელსა და მისი სახელობის ბოტასზე – Adidas-ის რეკლამა












