in

საკუთარი თავის ყველაზე დიდი კრიტიკოსი — კამპანია „თვითბულინგის“ წინააღმდეგ

BOG
BOG

ზოგჯერ ადამიანი იმდენად დაუნდობელია საკუთარი თავის მიმართ, რომ ნებისმიერი სახის კრიტიკას ყველაზე მძიმე ფორმულირებას მოუძებნის, რათა შინაგანი დიალოგით მაქსიმალურად დაამციროს თავისივე პიროვნება. მონიკა ლევინსკიმ, სოციალურმა აქტივისტმა და კინორეჟისორმა ახალ კამპანიაში სწორედ ეს „შინაგანი მოძალადის“ ძალა გამოკვეთა.

ვიდეორგოლი, სახელწოდებით „Stand up to Yourself“, ბულინგის პრევენციის თვესთან დაკავშირებით შეიქმნა. სამწუხაროდ, ბულინგის ამ ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ფორმაზე ნაკლებად ვსაუბრობთ: როდესაც საკუთარ თავს ვამცირებთ. არადა, გამოკითხვის მიხედვით, ზრდასრულთა 74% აღნიშნავს, რომ თავისი თავის ყველაზე დიდი, უხეში კრიტიკოსია. ამავდროულად, 55%-ის თქმით, ეს უარყოფითი აზრები ხელს უშლით წარმატების მიღწევაში.

ვიდეორგოლში ადამიანები საყვარელი ადამიანის მიმართ ხმამაღლა კითხულობენ შეურაცხმყოფელ და დამამცირებელ გამონათქვამებს. რა თქმა უნდა, მათ უჭირთ ამის გაკეთება, რადგან არ სურთ, სხვებს გული ატკინონ… თუმცა მოგვიანებით ირკვევა, რომ თითოეული ეს ფრაზა არა სხვების, არამედ საკუთარი თავის მიმართ ჟღერდებოდა.

„ამ კამპანიით შევისწავლე ბულინგის კრეატიული კონცეფცია, რომელიც მენტალური ჯანმრთელობის ასპექტზეა ფოკუსირებული. ამიტომაც, გავიხსენე სავარჯიშო, რომელშიც 10 წლის წინ მივიღე მონაწილეობა — ჩამოვწერე უარყოფითი სიტყვების სია, რაც კი ჩემი თავისთვის მითქვამს. შემდეგ კი ხმამაღლა წავიკითხე — ეს იყო გამოღვიძების მომენტი, რადგან მივხვდი, რამდენად სასტიკი ვიყავი… ასე ხომ არავის დაველაპარაკებოდი“, — აღნიშნავს მონიკა ლევინსკი.

კვლევა დაბერების საწინააღმდეგო პოტენციურ მეთოდს ავლენს!

Netflix-ის სიმბოლური კამპანია „უხილავი სამკაულებით“