in

Stanfield’s-ი მამაკაცების კომფორტზე დღე და ღამე ზრუნავს

საცვლების კანადურმა მწარმოებელმა Stanfield’s ორი ვიდეორგოლით შეგვახსენა თავი. ერთში თავის ტრადიციებზე მოგვითხრობს, მეორეში კომპანიის მიერ გამოშვებული პროდუქციის უპირატესობაზე. საინტერესოა, რომ ორივე ვიდეორგოლი მომხმარებლისგან მიღებული წერილით იწყება. Stanfield’s-ი გვიჩვენებს, რაოდენ მნიშვნელოვანია მომხმარებლის სურვილსა და მოთხოვნების გათვალისწინება. სერიოზული კომპანიების მიზანიც ესაა, რომ თავის სფეროში მომხმარებლისთვის მოაგვაროს არსებული პრობლემები.

 

Stanfield’s-ის ერთ-ერთი მენეჯერი ნებაყოფლობით და ხალისით ცდის ახალ საცვლებს DryFX-ს  ტემპერატურული კონტროლით. თანამშრომლებიც სიამოვნებით ატარებენ თავისი კომპანიის პროდუქციას. ასე რომ, იცოდეთ მამაკაცებო, Stanfield’s-ი ზრუნავს თქვენზე დღე და ღამე.

 

რეკლამაზე სააგენტო Extreme Group-მა იმუშავა.

როგორია პირველი ქართული ვისკი? – JIMSHER

Making of : დადგა დრო, გაიგო როგორია უკეთესი ცხოვრება