in

სტენფორდის კვლევა – სალაჰის გამო, ლივერპულში მუსულმანების დისკრიმინაციის შემთხვევები შემცირდა

„ფეხბურთს უდიდესი ძალა აქვს!“ – ამბობს კვლევის ხელმძღვანელი, ჯეიმს როუმი.

Sporti
Sporti

სტენფორდის უნივერსიტეტმა ჩაატარა კვლევა და როგორც აღმოჩნდა, მას შემდეგ, რაც სალაჰი „ლივერპულს“ შეუერთდა, ქალაქში კრიმინალის დონე 19%-ით, ხოლო სოციალურ ქსელებში მუსლიმების შეურაცხმყოფელი და დისკრიმინაციული სიტყვების რაოდენობა 50%-ით შემცირდა.

ეგვიპტელი ფეხბურთელის მერსესაიდელებში გადაბარგების შემდეგ, საოცარი პროცესები დაიწყო. რამდენჯერმე, მათ შორის, ჩემპიონთა ლიგის ფინალისა და მნიშვნელოვანი მატჩების წინ, რამადანის დაცვისა და სპეციალური რელიგიური რიტუალების დემონსტრაციულად ჩატარების შემდეგ, სალაჰი ხშირად მოექცა მედიის ყურადღების ქვეშ.

გარდა ამ ყველაფრისა, მოჰამედი ინგლისურ კლუბში საოცარ სეზონებს ატარებს, მისი პოპულარობა და სიყვარული კი, ფაქტობრივად, ყოველდღიურად იზრდება. დაახლოებით, 8000 გამოკითხული ფანისა და 150 000-მდე გამოკვლეული ტვიტის შემდეგ, მკვლევარებმა ზემოთ მოყვანილი ჰიპოთეზა დაამტკიცეს და დაასკვნეს, რომ ეგვიპტელის როლი ამ ყველაფერში უმთავრესი იყო, სწორედ ის არის ადამიანი, რომელიც განსაზღვრავდა კონკრეტული გულშემატკივრების ქცევებს, მოტივაციასა და შეხედულებებს, მათ შორის, პიროვნულსა და რელიგიურს.

სოციალური მედიის აქტიური ჩართულობით, მატჩის შემდგომი ინტერვიუებით, ვლოგებით, პოსტებითა და ჩართულობით, სალაჰმა გულშემატკივრებს თავი ადვილად და მალე შეაყვარა.

„ეს საოცარი შემთხვევაა, ფეხბურთელი, რომლის გუნდში მოსვლას ფანების დიდი ნაწილი სკეპტიკურად უყურებდა, მათი კუმირი გახდა, ეს პროცესები მოედანს და მინდორსაც გაცდა, მოჰამედი ადამიანთა ჯგუფის (ლივერპულის ფანების) შეხედულებებისა და რელიგიური გრძნობების განმსაზღვრელი ფიგურაც კი გახდა, ადამიანები, რომლებიც საკუთარი პოსტინგით ხშირად ესხმოდნენ თავს და დისკრიმინაცის უწევდნენ მუსულმანურ რელიგიასა და მრწამსს, წლების შემდეგ ქცევა რადიკალურად შეცვალეს, ეს საოცრებაა. ფეხბურთს უდიდესი ძალა აქვს“, – ამბობს კვლევის ხელმძღვანელი, ჯეიმს როუმი.

პსჟ-ის ახალი სპონსორი კრიპტოვალუტის პლატფორმა იქნება

Lucid Air 520 მილის მაჩვენებლით ყველაზე დიდი დიაპაზონის მქონე ელექტრომანქანაა!