სანამ ჯორჯ ლუკასის ტრილოგიის მოყვარული კინომანები ეკრანზე ახალ ეპიზოდს იხილავენ, Sony მათ ძალიან ორიგინალურ სარეკლამო ვიდეორგოლს სთავაზობს. სპეციალურად PS4-ისთვის სააგენტო BBH-ის მიერ მომზადებული ვიდეო რეჟისორის სრულმეტრაჟიან ფილმებს არაფრით ჩამოუვარდება. სიუჟეტის მიხედვით, ბავშვობაში დაწყებული მეტოქეობა უსასრულოდ, თანაც ძალიან სახალისოდ გრძელდება. გარდა საინტერესო შინაარსისა, ვიდეორგოლის ხარისხი, კადრები და ეფექტები სწორედ ისეთი ეფექტურია, როგორც Sony-სა და PS4-ს შეეფერება.










